მიმდინარე წლის 25 აპრილს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სოფლის ბიბლიოთეკა.
ბიბლიოთეკის გახსნაზე განთიადის საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა გურამ თაყნიაშვილმა სიმბოლური გახსნა ლენტის გაჭრით აღნიშნეს.
ღონისძიებას დაესწრნენ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, გამგეობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები,
სოფელ განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგები.
ასევე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი გურამ თაყნიაშვილი, რომელმაც ბიბლიოთეკას საჩუქრად 800- ზე მეტი წიგნი გადასცა.
ბიბლიოთეკას ასევე საჩუქრი გაუკეთა გამომცემლობა ,,წიგნი + ერი"-ის დირექტორმა მზია რაზმაძემ.