დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა
27 აპრ 2017
 

მიმდინარე წლის 27 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.

მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაბულახის ამბულატორიის შენობასთან 12 საათიდან იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.

აღნიშნული აქტივობა განხორციელდა ,,С'' ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით.

ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ონანაშვილის ინფორმაციით, სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა 100 - მდე მოქალაქეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2923
 
 
 
სიახლეები
 

    2025 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები