სპორტული პროექტი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.
მოყვარულთა თასი 2017 ჩატარდება სამ ეტაპად - მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური.
მუნიციპალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის გუნდები, რომლებიც იასპარეზებენ თასის სისტემით, ერთ წრედ. მუნიციპალური თასის გამარჯვებული და ზოგიერთ შემთხვევაში, პრიზიორი გუნდი იასპარეზებს რეგიონალურ ლიგაზე.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს 16 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, ოლიმპიური სისტემით ჩემპიონის გამოსავლენად.
ჩემპიონატის მიზნებია:
• ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა;
• მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბება;
• ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება დაპოპულარიზაცია საზოგადოებაში;
• ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა;
• სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა;
• ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება ფეხბურთში;
• დამწყები მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
•საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფორმირება, რომელიცმონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირებსა და UEFA REGIONS’CUP-ზე.
2 მაისს ქალაქ დმანისის ფეხბურთის სტადიონზე გაიმართა მოყვარულთა თასის მუნიციპალური ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქალაქ დმანისის და სოფლების“ განთიადის, შინდლარის, ქვემო ოროზმანის, ზემო კარაბულახის და ამამლოს გუნდებმა.
ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა ქალაქ დმანისის, შინდლარის და ამამლოს გუნდებმა.
მუნიციპალურ ტურს დაესწრო დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ზაზა გოშუანი.
7 მაისს გაიმართება ნახევარფინალური შეხვედრა.