დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში გომარეთობა აღნიშნეს
04 ივნ 2017
 

დმანისის მუნიციპალიტეტში დღეს გომარეთობა აღნიშნეს. სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლერი ბერუაშვილმა და გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.

ამ დღესთან დაკავშირებით გომარეთში გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება.

ღონისძიება სპორტული შეჯიბრებებით დაიწყო. გაიმართა დოღი, მკლავჭიდი. მოეწყო ჭადრაკის ტური. ძიუდოს საწვრთნელ დარბაზში ჩატარდა საჩვენებელი ვარჯიში.

გამართული ასპარეზობების დროს გამოვლინდნენ გამარჯვებულები დოღში და მკლავჭიდში, რომელთაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
სპორტული ღონისძიებების შემდეგ, სოფლის ცენტრში არსებულ დარბაზში, ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის და გომარეთის ფილიალის აღსაზრდელების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი. მაყურებლების წინაშე წარსდგნენ: ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „კიდევაც დაიზრდებიან“, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ქციელები“ და საესტრადო სტუდიის ბავშვები.

დამსწრე საზოგადოებამ დაათვალიერა საგამოფენო კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ხატვის, რეწვის წრეების ბავშვთა ნამუშევრები და ეთნოგრაფიული მასალა.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ააიპ დმანისის კულტურისა დახელოვნების ცენტრი, მხარდამჭერები - დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა და ააიპ დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლა.

გომარეთობა უკვე 11 წელია აღინიშნება. ადგილობრივები ამ დღეს ტრადიციულად სულთმოფენობის დღესასწაულზე ზეიმობენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 8557
 
 
 
სიახლეები
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    აპრ 15 ოთხ 2026
    628
    აპრ 07 სამ 2026
    838