დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ ირგანჩაის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად დამატებითი კლასგარეშე ლიტერატურა გადასცა
15 ივნ 2017
 

მიმდინარე წლის 15 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი, გამგებელი გოგი ბარბაქაძე, გამგებლის მოადგილე არიფ სულეიმანოვი და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბელა ტატუაშვილი სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლას ესტუმრნენ. სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგიურ კოლექტივს სასწავლო წლის დამთავრება მიულოცეს და ქართულენოვან მინი ბიბლიოთეკას დამატებითი კლასგარეშე ლიტერატურა გადასცეს საჩუქრად.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 1 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე ესტუმრა ირგანჩაის საჯარო სკოლას, დაესწრო ქართულ სექტორში, პირველ და მეორე კლასებში ერთობლივ ინტეგრირებულ გაკვეთილს, გაეცნო ქართულენოვან მინი ბიბლიოთეკის საქმიანობას და პედაგოგიურ კოლექტივს დაპირდა, რომ ბიბლიოთეკის გამრავალფეროვნებისთვის საჩუქრად გადასცემდა სათანადო ლიტერატურას.

დღესაც დიდი მოწონება დაიმსახურა სამკითხვლოს გაფორმებამ, სადაც ინტერგირებული გაკვეთილები მიმდინარეობს და აზერბაიჯანელი ბავშვები ქართულ ენას ეუფლებიან პროექტის ფარგლებში ,,ასწავლე საქართველოსთვის”.

ამავე დღეს სკოლის დირექტორმა პედაგოგებს: ნატო კვარაცხელიას (დაწყებითი კლასების მასწავლებელი, პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის" მონაწილე), თამარ მემანიშვილს (დაწყებითი კლასების პედაგოგი), გვანცა ბერაძეს (ინგლისური ენის პედაგოგი),თეა კოვზირიძეს (დაწყებითი კლასების მასწავლებელი, პროგრამა ,,ქართული როგორც მეორე ენა" მონაწილე), ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის გადასცა სიგელები.

პატარა აღსაზრდელებს კი გადაეცათ ალბომები ,,ჩემი პირველი მასწავლებელი".

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4065
 
 
 
სიახლეები
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები