24-25 ივნისს, ააიპ ,,დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის“ და კლუბ „არწივი“-ს ინიციატივით, დმანისის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის დარბაზში, კიკბოქსინგში ქვემო ქართლის ტრადიციული ღია პირველობა ჩატარდა.
ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, კლუბ „არწივის“ დამფუძნებელი ლერი ავალიშვილი, სპორტსმენები და სხვა მიწვეული პირები დაესწრნენ.
აღნიშნულ ტურნირში საპრიზო ადგილის მფლობელები რატი ოგნაძე, ლაშა მუსხელიშვილი, რავილ აბდურახმანოვი და გიორგი მარტიაშვილი გახდნენ. რატი ოგნაძემ ორი ბრძოლა გამართა და ორივეში ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა. ორი ბრძოლა მოიგო ასევე ლაშა მუსხელიშვილმაც. სამიდან სამივე შეხვედრაში იმარჯვა რავილ აბდურახმანოვმა. გიორგი მარტიაშვილმა სამივე ბრძოლიდან სამივე ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.
მეორე ადგილი სოსო ოგნაძემ და საბა მარტიაშვილმა დაიკავეს.
კიკბოსქსინგში ქვემო ქართლის ტრადიციულ ღია პირველობას მხარდაჭერას დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური“, ააიპ ,,დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლა“, ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“, ასევე ფარმაცევტული კომპანიები „პსპ ჯფუფი“ და „პსპ ფარმა“ უწევდნენ.
სიახლეები
დმანისში გაიმართა ქვემო ქართლის ტრადიციული ღია პირველობა კიკბოქსინგში
26 ივნ 2017
მნახველთა რაოდენობა: 2936
სიახლეები
ნოემ 22 პარ 2024
0
ნოემ 14 ხუთ 2024
337
ნოემ 12 სამ 2024
445
ნოემ 08 პარ 2024
513
ნოემ 01 პარ 2024
714
ოქტ 31 ხუთ 2024
616