ქალაქ დმანისის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგის ლამარა ცინდელიანის ინიციატივით, აღნიშნული სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები ნათლისღების დღესასწაულზე საზეიმო წირვის შემდეგ დმანისის ა(აიპ) ,,სათნოების სახლის" ბენეფიციარებს ესტუმრნენ.
შეხვედრის მიზანი იყო საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით: ,,ადამიანი ადამიანის წამალია".
პატარებმა როგორც გასულ წელს, ასევე წელსაც ტრადიციულად მიულოცეს ხანდაზმულებს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული, გაახალისეს სიმღერებით, გადასცეს სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული.
პედაგოგის ლამარა ცინდელიანის განმარტებით - ,,აქციის მიზანია ის, რომ ბავშვები მიეჩვივნენ ქველმოქმედებას''.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მეორე კლასის მოსწავლეების მშობლები, ა(აიპ) ,,სათნოების სახლის" ხელმძღვანელი ნინო კავლელაშვილი თანამშრომლებთან ერთად, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები.
სიახლეები
ა(აიპ) ,,სათნოების სახლის" ბენეფიციარებს ნათლისღება მიულოცეს
19 იან 2018
მნახველთა რაოდენობა: 3109
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
203
დეკ 30 ორშ 2024
685
ნოემ 22 პარ 2024
615