დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მცენარეთა დაცვის შესახებ ტრენინგი ჩატარდა
16 მარ 2018
 

პროექტის ,,EDKK" ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მეცნიერებათა დოქტორმა და კონსულტანტმა სოფლის მეურნეობის დარგში, ნუკრი მემარნიშვილმა ბიოაგროწარმოებაში მცენარეთა დაცვის შესახებ ტრენინგი ჩაატარა. 

შეხვედრას დაესწრნენ, როგორც დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგში არსებული სიახლეებით არიან დაინტერესბულნი.

RDFG-ს პროექტის „ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“ (EDKK) მიზანს იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა სიღარიბის დონის შემცირება და საარსებო წყაროების განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად იქმნება სადემონსტრაციო ნაკვეთები – ბენეფიციარების განკარგულებაში მყოფი მიწის ფართობი, რომელიც თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ სამეურნეო პროცესში და მიიღონ მოსავალი. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები (YFC), რომლებიც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ლიდერის თვისებების ჩამოყალიბებასა და თანამედროვე აგრო მეწარმეობის სწავლებასა და უპირატესობის ჩვენებას ისახავს მიზნად. მასში ერთიანდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი მოზარდები.

აღნიშნული პროექტი გერმანიის ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს (BMZ-ის) მიერ არის დაფინანსებული და მხარდაჭერილია World Vision გერმანიის მიერ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4190
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    88
    მაი 15 პარ 2026
    88