დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა
16 მარ 2018
 
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია - გიორგი ტატუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერი

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტს გია ბეგიაშვილს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს ქეთევან ქობალიას, სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალურ მდივანს მევლუდი ლაშაურს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრა საპილოტე პროექტის - ,,სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერება" - პოპულარიზაციას და სულ უფრო მეტი სკოლის ჩართვას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში სკოლებში ფუძნდება სასპორტო კლუბები, რომელიც ემსახურება მოზარდების მასობრივად ჩართულობის გაუმჯობესებას ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში.
სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება საბაზო საფეხურის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა.

ჩვენი პროირიტეტია ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, რათა მომავალ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესი უფრო და უფრო პოპულარული გახდეს - აღნიშნა დმანისის მუნიციალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბელა ტატუაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ოქრიაშვილი და ააიპ დმანისის ომარ მუმლაძის სპორტული სკოლის დირექტორი გიორგი ოკმელაშვილი.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2620
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები