დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამუშაო შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში
16 მარ 2018
 
23 თებერვალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ, კახა კობერიძემ, რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სპეციალური პრეზენტაციები გამართეს და ჯგუფის წევრებს ტურიზმის მიმართულების გაძლიერების საკუთარი ხედვა გააცნეს. 
სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, გუბერნატორის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქვემო ქართლში ტურისტებისთვის ხელსაყრელი და კომფორტული მარშრუტების შემუშავების საჭიროებაზე, აღნიშნული მიმართულებით არსებული რესურსის სწორად გამოყენებისა და კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რმწუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში უკვე გაიმართა შეხვედრები ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ერთობლივად განსახორციელებელი გეგმების შესახებ იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს მხარდაჭერით, უახლოეს პერიოდში თემატური ფორუმი გაიმართება.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5673
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    75
    მაი 15 პარ 2026
    71