დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რუსთავის მუნიციპალიტეტის პროექტის - ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში, შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო.
კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობა, მიღწეული შედეგები და მათი განვითარების პერსპექტივები იქნა განხილული.
პროექტი „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული, რომლის განხორციელება 2016 წლის მარტში დაიწყო. პროექტს რუსთავის მერია, ნიდერლანდების სამეფოს მუნიციპალიტეტებს ასოციაციასა და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებდა.
პროექტი მიზანად ისახავდა რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას ქალაქში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებულების გაზრდასა და მოსახლეობის ჩართულობას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
სიახლეები
„მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება“- პროექტის დახურვა
16 მარ 2018
მნახველთა რაოდენობა: 2622
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
164
დეკ 30 ორშ 2024
676
ნოემ 22 პარ 2024
600