3-4 მარტს ა(აიპ) ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა დამსახურებული მწვრთნელის-პედაგოგის, სპორტის ოსტატის ძიუდოსა და სამბოში, კორნელი გირგვლიანის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში.
სპორტული ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკატერინე ორქიაშვილმა გახსნა და სიტყვა გადასცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ტატუაშვილს.
გიორგი ტატუაშვილმა სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა, გაიხსენა სპორტის ოსტატის კორნელი გირგვლიანის ღვაწლი და ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რის შემდეგაც დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო კორნელი გირგვლიანის ხსოვნას.
ტურნირს ესწრებოდნენ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს თანამშრომლები, კორნელი გირგვლიანის ოჯახის წევრები და ნათესავები, ასევე ტურნირით დაინტერესებული საზოგადოება.
ტურნირის დასასრულს სპორტულ სახეობებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პრიზიორებს შესაბამისი მედლები, თასები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
სიახლეები
კორნელი გირგვლიანის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში
17 მარ 2018
მნახველთა რაოდენობა: 3185
სიახლეები
ნოემ 22 პარ 2024
41
ნოემ 14 ხუთ 2024
341
ნოემ 12 სამ 2024
461
ნოემ 08 პარ 2024
515
ნოემ 01 პარ 2024
723
ოქტ 31 ხუთ 2024
625