დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება
17 მარ 2018
 

დღეს, დედათა და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და სტუდიების მონაწილეობით, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

დარბაზში მყოფ დედებს და ქალებს გაზაფხულის დღესასწაულები სცენიდან დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მიულოცა და ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი ქალის როლი დმანისის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის, რაოდენ დიდია დედის როლი მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების, მათში სამშობლოსადმი სიყვარულის გაღვივების საქმეში.

ღონისძიებას სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია, ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა ინტერნაციონალური ანსამბლის ,,დმანისური აისი"-ს უხუცეს წევრს ფედოსია დემენტიევას მიულოცა გაზაფხულის დღესასწაულები და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, მერიის, საკრებულოს, ა(აიპ) სამსახურის თანამშრომლები და დაინტერესებული საზოგადოება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4234
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    87
    მაი 15 პარ 2026
    86