დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ნოვრუზ - ბაირამი 2018
22 მარ 2018
 

21 მარტს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს სახალხო დღესასწაული ,,ნოვრუზ ბაირამი” დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მარნეულის შემდეგ დმანისში გამართულ ღონისძიებაზე მიულოცა

ყოველი წლის 19 – 21 მარტს ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელი ხალხი ტრადიციულ დღესასწაულს ,,ნოვრუზ ბაირამს“ აღნიშნავს. მიმდინარე წლის 21 მარტს ქალაქ მარნეულში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ,,ნოვრუზ ბაირამის” - ახალი წლის დადგომას მიეძღვნა და ეს დღესასწაული ქვემო ქართლში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა ქალაქ მარნეულში გამართულ ღონისძიებაზე იზეიმეს. მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს აზერბაიჯანული ტრადიციული კუთხე და მოქალაქეებს გაუმასპინძლდნენ ჩაით და ტკბილეულით. მარნეულის შემდეგ ,,ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაული გაგრძელდა დმანისში სოფელ ქვემო ოროზმანში.

მოეწყო მიმდებარე სოფლების კუთხეები, სადაც გამოიფინა სოფლის ნობათი, ტრადიციული ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სპორტული (დოღი, მკლავჭიდი, კროსი) და კულტურული (ეთნოგრაფიული კუთხის, სოფლის ნობათის და ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა, კონცერტი) ღონისძიებები გაიმართა. კონცერტი ადგილობრივი ძალებით, ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სტუდიების და საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვვილმა კონცერტის მსვლელობისას სცენიდან მიულოცა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს სახალხო დღესასწაული და სიმბოლური ფასიანი საჩუქრები მათი ღვაწლისა და დამსახურებისთვის გადასცა რვა დმანისელ მოქალაქეს. 

დაჯილდოვდნენ სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებიც.

აღსანიშნავია, რომ დმანისში გამართულ ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი დაესწრო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3166
 
 
 
სიახლეები
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები