ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით დმანისში დღეს უანგარო დონორთა აქცია - "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, დეპუტატებმა, შსს სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის დმანისის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. უანგარო დონორთა აქციაში მონაწილეობის მიზანი სისხლის ბანკისთვის სისხლის სარეზერვო მარაგის და მისი კომპონენტების რეგულარული შევსებაა, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებისთვის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, რომლებსაც სისხლის გადასხმა ყოველდღიურად ესაჭიროებათ. დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზად არის თანადგომა გამოუცხადოს და ჩაერთოს მსგავს კეთილშობილურ აქციებში. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გარდა რეციპიენტისა, სარგებელს სისხლის დონორიც იღებს, რადგან სისხლის გაცემის პროცესი სისხლში ახალი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს, რის შედეგად სისხლი ახალგაზრდავდება. დონორთა მიერ ჩაბარებულ სისხლს კომპლექსური ანალიზატორების წყალობით, ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის გამოკვლევები უტარდება.
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
275
ივნ 24 ოთხ 2026
280
ივლ 05 კვ 2026
1059
ივლ 04 შბ 2026
1062
ივნ 29 ორშ 2026
1200

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































