დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო.
მერიის, საკრებულოს და ა(ა) იპ სამსაურების თანამშრომლებმა დმანისის სასწრაფო დახმარების შენობის, ახალგაზრდული სამედიცინო საგანმანათლებლო ცენტრის, შსს სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს, ბაზრის და ქალაქ დმანისში შემოსასვლელი საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.
საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
აღნიშნული კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.
აღსანიშნავია, რომ სისუფთავეზე ზრუნვა დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ შრომატევად საქმეს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ა(ა)იპ კომუნალური სამსახური ემსახურება. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის დასუფთავება, რეგულარულად ხდება ნარჩენების გატანა როგორც ქალაქის უბნებიდან, ისე სოფლებიდან. მუნიციპალიტეტს ორი ახალი ნაგავმზიდი მანქანა ემსახურება. დაიდგა ახალი ურნები.