დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში სამედიცინო საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა
25 აპრ 2018
 

დღეს დმანისში  სამედიცინო საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა.  სამედიცინო საგანმანათლებლო ცენტრი განკუთვნილია ძირითადად დიაბეტითა და სხვა არაგადამდები დაავადებების მქონე ბენეფიციარებისთვის. ახალგარემონტებულ ცენტრში „ექთს ჯორჯია“ წარმართავს სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ბენეფიციარებისათვის საჭირო სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდებასა და იმ უნარების ჩამოყალიბებაზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დაავადების დამოუკიდებლად გამკლავების მიზნით.
პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში. პროექტი, აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის დაკვეთით, უშუალოდ განახორციელა აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა, მათ მიერ შერჩეული კონტრაქტორი კომპანიის საშუალებით (CESCO).

გიორგი ტატუაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი

პროექტის განხორციელების მატერიალურ ბაზას წარმოადგენს ქალაქ დმანისში აშშ-ს მიერ გარემონტებული ორსართულიანი შენობა და ექთსის ლაიანს-ქლუბის მიერ დაფინანსებული ცალკე მდგომი სასადილო. 
შენობას აქვს დიდი ეზო სპორტული და გასართობი ღონისძიებებისათვის.

აღნიშნული პროექტი დმანისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამედიცინო საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციონირება ჩვენს მუნიციპალიტეტში, გულისხმობს გვქონდეს სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება წელიწადის ნებისმიერ დროს საქართველოს მოქალაქე ბენეფიციარებმა მიიღონ საერთაშორისო დონის მომსახურება. მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ დმანისში არის შესაბამისი გარემო, ბენეფიციარებმა ისარგებლონ სამედიცინო პროცედურებით და ჩაერთონ გამაჯანსაღებელ აქტივობებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითც, რომ დმანისის ცნობადობა გაიზრდება.

ახალგაზრდული სამედიცინო საგანმანათლებლო ცენტრის გაიხსნას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ- გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, ,,ექთს ჯორჯიას" ვიცე - პრეზიდენტი გურამ ამირიძე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი.

გახსნის ცერემონიალის შემდეგ სტუმრებმა ქალაქ დმანისში არქეოლოგიური საექსპოზიციო დარბაზი, ნაქალაქარში კი ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმი დაათვალიერეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5250
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები