დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
09 მაი 2018
 

დმანისის მუნიციპალიტეტში დღევანდელი მდგომარეობით მეორე მსოფლიო ომის სამი ვეტერანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი მოადგილეებთან, მერიის თანამშრომლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად ესტუმრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღის მისალოცად. სოფელ გომარეთში ომში დაღუპულთა მემორიალთან შეიკრიბნენ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და სოფლის მოსახლეობა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუავილმა გიორგი ირემაძეს მიულოცა ფაშიზმზე გამარჯვების დღე, უსურვა ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და გადასცა სასაჩუქრე კალათი.
მოსწავლეთა ჩართულობით გაიმართა მცირე ღონისძიება. 
სოფელ კიზილქილისაში შინმოუსვლელთა მემორიალთან გაიმართა შეხვედრა ომის ვეტერანთან ბაირამ ბაირამოვთან. მუნიციპალიტეტის მერმა ბაირამ ბაირამოვს მიულოცა ფაშიზმზე გამარჯვების დღე, უსურვა დღეგრძელობა და გადასცა სასაჩუქრე კალათი. სკოლის მოსწავლეებმა ვეტერანს დღესასწაული ლექსებით და სიმღერებით მიულოცეს. გიორგი ტატუაშვილი ოჯახში პირადად ეწვია სოფელ ამამლოში მცხოვრებ ფაშა ასლანოვს, მიულოცა დღევანდელი დღე, უსურვა მხნეობა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა სასაჩუქრე კალათი. დმანისის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში გაწვეული იყო სულ 2500 კაცი, მათგან ბრძოლის ველზე დაიღუპა 1900 მებრძოლი. დაღუპული გმირების პატივსაცემად მემორიალები შეიმკო ყვავილებით და დაინთო სანთლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2839
 
 
 
სიახლეები
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები