დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პირველი ეროვნული კონფერენცია
15 მაი 2018
 

დღეს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო ჰუალინგში, პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა თემაზე ,,გენდერული თანასწორობა ადგილობრივთვითმმართველობაში-გამოწვევები და შესაძლებლობები".
კონფერენციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი ესწრებოდა.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა.
საქართველოს ეროვნული თვითმმართვლობათა ასოციაციის პრეზიდენტის კახა კალაძის განცხადებით, ქალების ჩართულობის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების შენებისა და ნებისმიერი საზოგადოებრივი სფეროს გაუმჯობესებისთვის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, კონფერენციაზე სახელმწიფოს გენდული პოლიტიკის შემუშავების და მთავარი მიმართულებების განსაზღვრის პროცესში პარლამენტის როლზე გაამახვილა ყურადღება.
კონფერენციაზე ასევე მოხდა ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარდგენა.
დღევანდელ ფორუმს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეები და მერიებში გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2824
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები