დღეს დმანისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო.
ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში კლასიკური მუსიკის თანხლებით მოეწყო ხატვის და ხალხური რეწვის სტუდიების ბავშვთა ნამუშევრების და ეთნოგრაფიული მასალის, თემატური წიგნებისა და ფოტო გამოფენები. გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.
თეატრალური სტუდია ბერიკების მიერ წარმოდგენილი იყო ლიტერატურული კომპოზიცია "ჩემი ხატია სამშობლო".
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში გაიმართა "ღონისძიება ღამე მუზეუმში".
დამთვალიერებლებს მუზეუმმა სრულიად უფასოდ უმასპინძლა და ვიზიტორები დღეს თავად გახდნენ ამ კულტურული ღონისძიების მონაწილეები.
საკუთარი რეპერტუარი წარმოადგინეს ადგილობრივმა თეატრალურმა სტუდიებმა. დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის არქეოლოგიური განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა, პროფესორმა ჯუმბერ კოპალიანმა დაინტერესებული პირებისთვის არაფორმალური ლექცია წაიკითხა თემაზე "საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე".
საღამოს სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და პროფესორმა ჯუმბერ კოპალიანმა საზეიმოდ გაჭრეს ტორტი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.
საღამო პატრიოტული ლექსებითა და სიმღერებით დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კოცონთან დასრულდა.
სიახლეები
დღეს დმანისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო
19 მაი 2018
მნახველთა რაოდენობა: 3200
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
208
დეკ 30 ორშ 2024
686
ნოემ 22 პარ 2024
622