„ანიმაციის განვითარების ფონდი“-ს ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით დღეს დაიწყო ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“.
ფესტივალი გასართობ-შემეცნებითი ხასიათისაა და მუნიციპალიტეტში მოიცავს ორ დღეს: 21-22 მაისს. დღეს მოეწყო ვორქშოპი „ანიმაცია ურთიერთობის მხატვრული ფორმაა“, სადაც ხატვის ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდები გაეცნენ ანიმაციის წარმოების პროცესს და პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად შექმნეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში „თოფუზი“საკონკურსო პროგრამაში „ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ანიმაციური ფილმი“. ფესტივალის მეორე დღეს 22 მაისს 13:00-15:00 საათზე გაიმართება კინოჩვენებები. ანიმაციური გმირების კოსტუმებში გამოწყობილი მსახიობები ბავშვებთან ერთად მოაწყობენ ქუჩის თეატრალიზებულ მსვლელობას ე.წ. „ბარაბან-შოუს“. ბავშვებისთვის კინოჩვენებამდე გაიმართება წამახალისებელი ვიქტორინა თემაზე „ქართული ანიმაციის ისტორია“. გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს ანიმაციური ფილმების DVD დისკებს. ფესტივალის დასასრულისთვის ნაჩვენები იქნება ვორქშოპზე შექმნილი 1 წუთიანი ანიმაციური ფილმი, რომელსაც მაყურებელს თავად ავტორები წარუდგენენ.
სიახლეები
დღეს დაიწყო ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“
21 მაი 2018
მნახველთა რაოდენობა: 2649
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
206
დეკ 30 ორშ 2024
686
ნოემ 22 პარ 2024
622