დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით“, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“-ის ხელმძღვანელმა ლეილა სულეიმანოვამ, რომელიც გახლავთ პროექტის ეროვნული კოორდინატორი დამსწრე საზოგადოებას პროექტთან დაკავშირებით მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია. „აღნიშნული პროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოს და აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, რისი მიღწევაც უნდა მოხდეს, ორივე ქვეყნის სამიზნე რეგიონებში განთავსებულ სკოლებში ცხოვრებისეულ ღირებულებებზე დაფუძნებული ცენტრების დაარსების საშუალებით, რომლებიც შეასრულებენ ადგილობრივი სოციალური და საზოგადოებრივი გამტარის ფუნქციას. ასეთი ცენტრების დაარსება ხელს შეუწყობს სასაზღვრო რეგიონის ახალგაზრდების ჩართულობას ერთობლივი სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაში, ადგილობრივი თემების ფორმირებას, რომელიც წაახალისებენ საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების პროცესებს კულტურული მემკვიდრეობის, კულტურათაშორისი კავშირებისა და სოციალური საქმიანობის ხელშეწყობას, რომელიც ეფუძნება საერთო ცხოვრებისეულ ღირებულებებს და ქმნის მდგრად საფუძველს ადგილობრივ თემებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის“- ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“-ის ხელმძღვანელმა ლეილა სულეიმანოვამ. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“ სხვადასხვა ფონდებისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით 2001 წლიდან ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ განათლებას, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას ( მათ შორის ქალების), სამოქალაქო ინტეგრაციას, ახალგაზრდების გაძლიერებას და ჩართვას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებით.
სიახლეები
პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით“, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
31 მაი 2018
მნახველთა რაოდენობა: 4443
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
411
ივნ 24 ოთხ 2026
418
ივლ 05 კვ 2026
1136
ივლ 04 შბ 2026
1131
ივნ 29 ორშ 2026
1239

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































