დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით“, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
31 მაი 2018
 

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის ფარგლებში  „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით“, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და  დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“-ის ხელმძღვანელმა ლეილა სულეიმანოვამ, რომელიც გახლავთ პროექტის ეროვნული კოორდინატორი დამსწრე საზოგადოებას პროექტთან დაკავშირებით მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია. „აღნიშნული პროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოს და აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, რისი მიღწევაც უნდა მოხდეს, ორივე ქვეყნის სამიზნე რეგიონებში განთავსებულ სკოლებში ცხოვრებისეულ ღირებულებებზე დაფუძნებული ცენტრების დაარსების საშუალებით, რომლებიც შეასრულებენ ადგილობრივი სოციალური და საზოგადოებრივი გამტარის ფუნქციას. ასეთი ცენტრების დაარსება ხელს შეუწყობს სასაზღვრო რეგიონის ახალგაზრდების ჩართულობას ერთობლივი სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაში, ადგილობრივი თემების ფორმირებას, რომელიც წაახალისებენ საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების პროცესებს კულტურული მემკვიდრეობის, კულტურათაშორისი კავშირებისა და  სოციალური საქმიანობის ხელშეწყობას, რომელიც ეფუძნება საერთო ცხოვრებისეულ ღირებულებებს და ქმნის მდგრად საფუძველს ადგილობრივ თემებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის“- ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“-ის ხელმძღვანელმა ლეილა სულეიმანოვამ. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“ სხვადასხვა ფონდებისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით 2001 წლიდან ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ განათლებას, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას ( მათ შორის ქალების), სამოქალაქო ინტეგრაციას, ახალგაზრდების გაძლიერებას და ჩართვას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4068
 
 
 
სიახლეები
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    აპრ 15 ოთხ 2026
    644
    აპრ 07 სამ 2026
    876