დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კონკურსის შედეგად დანიშნულ ახალ თანამშრომლებს შეხვდა
08 ივნ 2018
 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი დღეს მერიის საკონფერენციო დარბაზში იმ ახალ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებმაც საჯარო მოხელეთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი წარმატებით გაიარეს და სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდნენ.
გიორგი ტატუაშვილი ახალ თანამშრომლებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტი ზოგადად მიმოიხილა, რათა ახალი თანამშრომლები სრულყოფილად ყოფილიყვნენ ინფორმირებული მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებზე.

"აქ წარმოდგენილმა ახალგაზრდებმა კონკურსის ბარიერი წარმატებით გადალახეს. დღეს ამ შეხვედრით მე მსურდა მათთვის მიმეცა სტიმული იმისათვის, რომ მათი იდეა და კრეატიული შეხედულება ჩემამდე მოვიდეს, მათი განხორციელების გენერირებაში კი მე ვიქნები აქტიური მხარდამჭერი, რომ მუნიციპალიტეტის სერვისები მოსახლეობისათვის იყოს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და უფრო უკეთესი გახდეს"- ისაუბრა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგად რვა ადამიანი დასაქმდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4956
 
 
 
სიახლეები
 

    2026 აგვისტო
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31
     
    სიახლეები
    ივლ 09 ხუთ 2026
    1817
    ივნ 24 ოთხ 2026
    1815