დღეს დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირებისთვის საინფორმაციო კამპანია დაიწყო. აღნიშნული კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია, იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ. საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპატარის მხარდაჭერით ხორციელდება. დღეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას პროგრამის შესახებ - "აწარმოე საქართველოში" და სხვა მათთვის საინტერესო საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრას სამხარეო ადმინისტრციიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში აიაზ მამედოვი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, პრივატიზების დეპარტამენტის, გაყიდვების სამსახურის უფროსი - ირაკლი ჩიდრაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების - საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თეა კუნჭულია, სსიპ "აწარმოე საქართველოში" პროგრამის მენეჯერი თეონა ბაბუნაშვილი, დმანსისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. საინფორმაციო შეხვედრები 11 ივნისიდან დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.
სიახლეები
სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირებისთვის საინფორმაციო კამპანია დაიწყო
13 ივნ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4460
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
410
ივნ 24 ოთხ 2026
417
ივლ 05 კვ 2026
1136
ივლ 04 შბ 2026
1131
ივნ 29 ორშ 2026
1238

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































