მიმდინარე წლის 6 ივლისს 12:00 საათზე საერთაშორისო ორგანიზაცია ACF international ორგანიზებით ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამისა (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ჩაატარა სადემონსტრაციო დღე დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში. პროექტის ბენეფიციარი ფერმერის გიორგი ციხელაშვილის 1 ჰა მიწის ფართობზე. პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე ჯიშის ჟოლოსა და უეკლო მაყვალის სადემონსტრაციო ნაკვეთი, თანამედროვე მორწყვის სისტემის და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. სადემონსტრაციო დღის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული ფერმერებისთვის თანამედროვე კენკროვანი კულტურების მაღალმოსავლიანობის და მათი მოვლა-მოყვანის შესახებ ინფორმირება და ახალი საირიგაციო ტექნოლოგიების გაცნობა, სადემონსტრაციო დღეს ესწრებოდა - დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დმანისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარები და ადგილობრივი ფერმერები. ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მონაწილეთა შორის და რამდენიმე ფერმერის მხრიდან გამოითქვა სურვილი მსგავსი ტიპის ნაკვეთის მოწყობის შესახებ.
სიახლეები
სოფელ განთიადში, ფერმერის გიორგი ციხელაშვილის 1 ჰა მიწის ფართობზე მოეწყო სადემონსტრაციო დღე, რომელსაც ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე
07 ივლ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3256
სიახლეები
ნოემ 22 პარ 2024
79
ნოემ 14 ხუთ 2024
372
ნოემ 12 სამ 2024
496
ნოემ 08 პარ 2024
530
ნოემ 01 პარ 2024
736
ოქტ 31 ხუთ 2024
637