,,დავუბრუნდეთ სოფელს” - ამ სლოგანით ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის 28 ივნისს, ფესტივალ ,,არტ-გენს” უმასპინძლა. ფესტივალზე დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. დღის ბოლოს კი ჯგუფების ,,რეგიონის”და “ფრანის”დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ფესტივალის პარალელურად წარმოდგენილი იყო რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენა, დამთვალიერებლებმა ქართული კერძები დააგემოვნოს და სხვადასხვა ხალხურ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალ ,,არტ-გენს“ ესწრებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ასევევ სტუმრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. პროექტის ძირითად მიზანს საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია წარმოადგენს. ,,არტ-გენი” 2004 წელს დაფუძნდა, ფესტივალი საქართველოს რეგიონებიდან იწყება და ტრადიციულად თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იხურება.
სიახლეები
ნოემ 14 ხუთ 2024
319
ნოემ 12 სამ 2024
426
ნოემ 08 პარ 2024
494
ნოემ 01 პარ 2024
698
ოქტ 31 ხუთ 2024
606