☑️19 ივლისს ,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროექტის „ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ფარგელბში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი.
☑️პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას,გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები,გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან ასევე რეგიონალურ დონეზე გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობას.
☑️მოცემული პროექტის ფარგლებში მოხდება შეხვედრა ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტში,საზოგადიებრივი ცნობადობის ამაღლების მიზნით.
☑️შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,ასევე ახალგაზრდები,საზოგადოებრივი ჯგუფები და დმანისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
☑️პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.კონსორციუმში შედიან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი,საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი,კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი,ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































