დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

"დმანისობა2018"
26 ივლ 2018
 

☑️26 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ,,დმანისობა 2018“ აღინიშნა. 

☑️დმანისობის დღესასწაულს ესწრებოდნენ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები,დმანისის მუნიციპლაიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი.

☑️ადგილობრივ მცხოვრებლებსა და რეგიონის სტუმრებს სცენიდან პირადად მიულოცეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა,დმანისის მუნიცილაპიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა,ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზაურ დარგალმა და და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, რომელმაც დმანისობის აღსანისნავად დმანისის მერს გიორგი ტატუაშვილს  გადასცა რუსუდან მეფის ვერცხლის მონეტა რომელიც დათარიღებულია 1230 წლით.

☑️ღონისძიების ფარგლებში  გაიმართა კოცერტი სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის ასევე  ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილმა ანსამბლებმა.

☑️სცენაზე შესრულდა ქართულ და აზერბაიჯანულ მოტივებზე შექმნილი სასიმღერო და საცეკვაო ნომრები. სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე იზრუნეს აგრეთვე დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის შემოქმედებითმა კოლექტივებისა და ბავშვთა სტუდიების წარმომადგენლებმა. მოეწყო ეთნოგრაფიული ნივთების, ხატვისა და ხალხური რეწვის სტუდიის აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა. პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები ძალოსნობაში,მკლავჭიდსა და ჭიდაობაში. ღონისძიების ბოლოს გამოვლინდნენ სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით.

☑️ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა კულინარიული მასტერკლასები  როგორც ქართული ასევე საქართველოში წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების ტრადიციული სამზარეულოდან.

☑️დმანისის მუნიციპალიტეტის ინიციატივით დღის განმავლობაში მსურველებს ემსახურებოდა უფასო საზოგადოებრივი ტრასპორტი ქალაქი დმანისიდან პანტიანის ტბის მიმართულებით.

☑️აღნიშული ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და ააიპ "დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი"-ს ორგანიზებით ჩატარდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5235
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    95
    მაი 15 პარ 2026
    97