მიმდინარე წლის 19 ივნისს სოფელ გომარეთში ტრადიციულად აღინიშნა სახალხო ზეიმი ,,გომარეთობა”, რომელიც ყოველთვის მართლმადიდებლური დღესასწაულის ,,სულთმოფენობის” დღეს აღინიშნება. სოფელი გომარეთი ქვემო ქართლის რეგიონის ერთი-ერთი უძველესი ქართული სოფელია, რომელიც ქართული ეკლესია-მონასტრების სიმრავლით გამოირჩევა. ზეიმი დოღით დაიწყო, დოღს ჭიდაობა ჩაენაცვლა, ჭიდაობას -ჭადრაკი. შესრულდა ხალხური სიმღერები და ცეკვები. მოეწყო ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ ნამუშევრების გამოფენა. ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი, თექის ნამუშევრები და ნაქსოვი აქსესუარები. სახალხო ზეიმზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იყვნენ ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალტეტის საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები. სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლერი ბერუაშვილმა, გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. დღის განმავლობაში გამართული ასპარეზობების დროს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ქართულ ჭიდაობაში და დოღში გამარჯვებულებს გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ საჩუქრად გადასცა ცხვარი, ხოლო სხვა ასპარეზობებში გამარჯვებულებს - ფასიანი საჩუქრები. ფასიანი საჩუქრები გადაეცათ აგრეთვე საპატიო გომარეთელებს, ღვაწლომოსილ პედაგოგებს და მრავალშვილიან დედებს.
სიახლეები
სოფელ გომარეთში სახალხო ზეიმი ,,გომარეთობა” წელსაც ტრადიციულად საზეიმო ვითარებაში აღინიშნა
19 ივნ 2016
მნახველთა რაოდენობა: 5734
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
116
დეკ 30 ორშ 2024
674
ნოემ 22 პარ 2024
594