დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში 2 დღიანი სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში შემუშავდება ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმა.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს 2022 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა, რაც მრავალმხრივი საქმიანობისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ისახავდა მიზნად.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ა(აიპ) ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის” მიერ გამართულ კონცერტს დაესწრო.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშილი, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საესტრადო სტუდია ,,მიქსი“- ის მიერ გამართულ კონცერტს დაესწრო.
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და მერის მოადგილეები: კახა პეტრიაშვილი და თემური ზურაბიშვილი.
ღონისძიებების ფარგლებში “ახალი წლის დღეები საქართველოში”, დმანისის მუნიციპალიტეტში მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადაღების სტენდები და ინსტალაციები.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოწყვლადი კატეგორიის 120 ოჯახს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბერს 12 საათზე
მოწვეული რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი
№16
1 |
დადგენილება:
|
||||
|
მომხსენებელი: |
თ.ციხელაშვილი |
|
||
2 |
დადგენილება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
||||
|
მომხსენებელი: |
თ.ციხელაშვილი |
|
||
3 |
განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
|||
|
მომხსენებელი: |
თ.ციხელაშვილი |
|
|
4 |
დადგენილება:
|
||||
|
მომხსენებელი: |
მ.აბრამიშვილი |
|
||
5 |
განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის ამამლოს თემში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შექმნისა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ პეტიციის განხილვის ცნობად მიღების შესახებ |
|||
|
მომხსენებელი: |
მ.აბრამიშვილი |
|
|
6 |
განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაიში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შექმნისა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ პეტიციის განხილვის ცნობად მიღების შესახებ |
|||
|
მომხსენებელი: |
მ.აბრამიშვილი |
|
|
7 |
განკარგულება: დმანისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ (2023-2027) |
|||
|
მომხსენებელი: |
მ.აბრამიშვილი |
|
|
8 |
განკარგულება: „დმანისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, წარჩინებულ სტუდენტთა და წარმატებული (პრიზიორი) სპორტსმენების წახალისების ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის N88 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.’’ |
|||
|
მომხსენებელი: |
მ.ოკმელაშვილი |
|
|
პატარებს ლამაზი სურვილებით ახალი წელი მიულოცეს დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და თითოეული მათგანი თოვლის ბაბუამ ტკბილეულით დაასაჩუქრა. ერთი კვირის განმავლობაში საახალწლო განწყობა იყო დმანისის ყველა საბავშვო ბაღში. პატარა აღსაზრდელების მიერ შესრულებულმა საახალწლო, სახალისო ნომრებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაცია.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, სამუშაო შეხვედრას გამართა გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის „მუნიციპალური შესაძლებლობების გაძლიერება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის და ეროვნული სტანდარტების განხორციელებაში“ ფარგლებში. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალური შესაძლებლობების მხარდაჭერა სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა და მათი ჩართულობა. პრეზენტაციას პროექტის ხელმძღვანელი, ნინო ცინცაძე უძღვებოდა. სამუშაო შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, მერიისა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე აინთო. ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით საზეიმო კონცერტი გაიმართა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა. ბავშვების განწყობაზე ელფებმა და სანტებმა იზრუნეს.სანახაობრივად ლამაზი და შთამბეჭდავი საღამო გამოვიდა, რომელმაც ამაღლებული წინასაახალწლო განწყობა შექმნა დმანისის მუნიციპალიტეტში.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის “მხიარული სტარტები“ გაიმართა. შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა. ბავშვები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები და გამარჯვებისთვის ბრძოლაში თავები არ დაუზოგავთ. შესაბამისად მაღალი იყო კონკურენციაც და შეჯიბრის მოგების მოტივაციაც. გამარჯვებულ გუნდს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა სიგელი და თასი გადასცა. აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მუნიციპალურ დონეზე დასრულებულია.
დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ახალგაზრდა პოეტის ვახო გურამიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტი დამსწრე საზოგადოების წინაშე თავისი შემოქმედებით წარსდგა, ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ირინოლამ“ და ბავშვთა ფოლკლორულმა გუნდმა ,,კიდევაც დაიზრდებიან“. პოეზიის საღამოს მერის მოადგილე, არიფ სულეიმანოვი და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა.
დმანისში მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" გაიმართა. თამაშში სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. პირველი ადგილი დმანისის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი პირველმა საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი, სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლამ დაიკავა. ინტელექტუალური თამაში დმანისის მუნიციპალიტეტეის მერის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და მერის პირველი მოადგილე კახა პეტრიაშვილი, რომლებმაც გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადასცეს. ახალგაზრდული სათათბიროს მიზანია , დმანისის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ახალგაზრდებისთვის შექმნას მათზე მორგებული გარემო, რომელიც უზრუნველჰყოფს შემეცნებით-საგანმანათლებლო-კულტურულ და სპორტული პროგრამების და აქტივობების განხორციელებას.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით, მოწყვლადი ოჯახების მყარი ბიოსაწვავი "ბრიკეტით" უზრუნველყოფა დაიწყო.