️„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022-ის” ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს ფრენბურთში შეეჯიბრნენ. გამარჯვებული გუნდები დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით სიგელებით, თასებითა და ბურთებით მერის მოადგილემ, არიფ სულეიმანოვმა და ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსმა, ბადრი სუბარმა დააჯილდოვეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის ინიციატივით, მერიის ხელმძღვანელი პირებისა და ა(ა)პი დმანისის კომუნალური სამსახურის ჩართულობით წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე ახლადრეაბილიტირებულ სკვერში 40 ძირი სხვადასხვა სახის ნერგი დაირგო. სკვერში მოეწყო ველობილიკები, ახლო მომავალში განთავსდება სკამები. "ქალაქის იერსახეზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია", განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგარახლოს, ყიზილაჯლოსა და იფნარში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ახალი რეზერვუარის მშენებლობა და წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები. მუშა პროცესი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოადგილესთან, კახა პეტრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად ადგილზე მოინახულა. პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული სოფლების მოსახლეობას ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 ნოემბერს 12 საათზე
მოწვეული სხდომის დღის წესრიგი
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან ერთად სოფლების: სოგუთლოს, უსეინქენდის პირველი და მეორე სალამალეიქისა და მამიშლარის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები, სოფლისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხები.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ქალაქ დმანისში გოგოებსა და ბიჭებს შორის მინი ფეხბურთი ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები.გამარჯვებულ გუნდებს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით თასები და სიგელები გადაეცათ.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში კობა მურადაშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების შესახებ მოისმინა და წარმომადგენლებისგან ერთად მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ზომების მიღებაზე იმსჯელა. შეხვედრაზე, ასევე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და განხორციელებული სამუშაოების შედეგებზე იმსჯელეს.
დღეს, მერიის საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN -ის წარმომადგენლებმა სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არსებული სოციალური სერვისების საბაზისო კვლევის შედეგების საჯარო განხილვა გამართეს. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, დმანისის მუნიციპალიტეტში შეიქმნა "პარტნიორთა ჯგუფი", რომელიც დაკომპლექტებულია თვითმმართველობისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და აქტიური მოქალაქეებით.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის მუნიციპალური შეჯიბრი გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში. პირველ ადგილზე გავიდა სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლა, მეორე ადგილზე ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლა, ხოლო მესამეზე სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლა. გამარჯვებულ სკოლებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, თემური ზურაბიშვილმა და არიფ სულეიმანოვმა თასი და სიგელები გადასცეს.
სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტისა და თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის „გენდერული თანასწორობისა და სექსუალური შევიწროების“ საკითხებზე ტრენინგი გამართეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ დმანისში N2 ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნეს.
დმანისში, გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საბიბლიოთეკო სამსახურის მხარდაჭერით, ცოცხალი მუსიკის თანხლებით, პოეზიის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ისე ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან მოწვეულმა პოეტმა და ფილოლოგმა ქალებმა, რომლებმაც საკუთარი ლექსები წაიკითხეს და პოეზიის შესახებ ისაუბრეს. დასასრულს გენდერული საბჭოს წარმომადგენლებმა პოეტ ქალებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ხანდაზმულთა დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ქალთა ასოციაცია ,,თანხმობისა” და “დმანისის მხარდაჭერის სახლის”ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილესთან, თემური ზურაბიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად, რომლებმაც დმანისის მხარდაჭერის სახლის დღის ცენტრის ბენეფიციარებს ხანდაზმულთა დღე მიულოცეს.
დღეს, ქალაქ დმანისში ფრენბურთის მუნიციპალური ტურნირი გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდი. გამარჯვებულ გუნდს მუნიციპალიტეტის სახელით ტურნირისთვის დაწესებული თასი და ფრენბურთის ბადე მერის მოადგილემ, თემურ ზურაბიშვილმა გადასცა. ასევე, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, მერის მოადგილემ, არიფ სულეიმანოვმა სიგელებითა და ფრენბურთის ბურთებით დააჯილდოვა.
დღეს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ქალაქ დმანისში ჩატარდა გეზრბენი (კროსი), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დმანისელმა ახალგაზრდებმა. გამარჯვებულ გუნდებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან ერთად, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა სიგელები და თასები გადასცა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, მაია ხმალაძესთან ერთად, სოფელ ბოსლებისა და მაშავერას საჯარო სკოლიდან, დმანისის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა.
ფორუმი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პროექტის ორგანიზებით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) თანამშრომლობით მოეწყო.