დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კონკურსის ფარგლებში, "ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში" , მუსიკოსი - გიგი გეგელაშვილის და ინგა ბერაძის კონცერტი გაიმართა. კონცერტმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა მოადგილეებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლ;ებთან ერთად პატივი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიაგეს.
გიორგი დოხტურიშვილმა დმანისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაო პროცესი ადგილზე მოინახულა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდგორობის სახალახო დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაესწრო.
დმანისის მუნიციპალიტეტში, ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ფეინთბოლში ჩატარდა ჩემპიონატი. ჩემპიონატში მონაწილეობა 15 - 29 წლამდე ახალგაზრდებმა მიიღეს. ღონისძიების ჩატარების მიზანს წარმოადგენდა სპორტის განვითარება და მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
სოფელ იფნარში ჭაბურღილის მოწყობის, წყლის რეზერვუარის მშენებლობის და სოფლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები იწყება.სოფელ იფნარის მოსახლეობას აღნიშნული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მიაწოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები არიფ სულეიმანოვი და თემური ზურაბიშვილი.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო დროშა დაეშვა.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი მთავრობის განკარგულებით, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილამა, სამედიცინო ინვენტარი დმანისის რაიონულ საავადმყოფოს გადასცეს. ინვენტარის ჯამური ღირებულება არის - 43789 ლარი. რაიონულ საავადმყოფოში ვიზიტს ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნიკა კობახიძე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს.
მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "Art-გენი 2022-ის" რიგით მეცხრამეტე კონცერტი გაიმართა.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს შემდეგი საკითხები:
„ჩვენს ქვეყნებს მეგობრობის დიდი ხნის ისტორია აკავშირებთ. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზურაბ პატარაძესთან ერთად აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შევხვედროდით.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, სოფლების: იფნარისა და კიზილაჯლოს მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილზე გაეცნენ სოფლებში არსებულ პრობლემებს, რომლებიც ეტაპობრივად პრიორიტეტების მიხედვით მოგვარდება. "ამ ეტაპზე, სოფელ კიზილაჯლოში იწყება სასმელი წყლის რეზერვუარისა და წყალსადენი ქსელის რეაბილიტაცია, რაც უზრუნველყოფს სოფლის 24 საათიან წყლით მომარაგებას. სამუშაოები დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. " განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
ამანათები სასურსათო პროდუქტებს, ბავშვებისთვის მედიკამენტებსა და ჰიგიენურ ნივთებს მოიცავს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტის - ნათია ლოლაძის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას ესწრებოდა, სადაც ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
ევროკავშირის მხარდაჭერით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფორმირების მიზნით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი დაიწყო. 1 ივლისსს, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), ქვემო ქართლის მედია (KKM), First European (FE) - ოთხწლიანი ახალი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა ჩაატარა და ღონისძიების ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტების მერებთან გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი.