დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოქალაქეთა მიღება გამართა. მსგავსი შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის დროსაც მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში ხორციელდება.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მოახლოებული აღდგომის დღესასწაული წინასწარ მიულოცა. მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები პირადად ესტუმრნენ და სააღდგომო ნობათი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ100 ოჯახს გადასცეს.
დღეს, "ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" საკონცერტო დარბაზში, სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი-კობა მურადაშვილი დაესწრო და საზოგადოებას მისალოცი სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ისტორიკოსმა, პროფესორმა და დმანისის საპატიო მოქალაქემ, ჯუმბერ კოპალიანმა, 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით შემდეგი საკითხები განიხილეს.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გაწეული სამუშაოების განხილვა და უახლესი, დასაგეგმი აქტივობების დაგეგმვა.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, თანაშემწესთან თურალ ვალიევთან, პირველ მოადგილესთან კახა პეტრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, მათი საჭიროებები პირადად მოისმინა და პრობლემების გადაჭრის გზებზე მათთან ერთად იმსჯელა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში ამოქმედდა ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ადგილობრივ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ერთ ჰექტრამდე საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სრულიად უსასყიდლოდ დაუმუშავებს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ერთად კულტურისა და დასვენების სკვერში არსებული საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისში პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მერიის განათლების, კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით შეჯიბრი ,,გეზრბენში’’გაიმართა. ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, მონაწილეობდნენ. შეჯიბრში გოგონებმა 600 და ბიჭებმა 800 მეტრ დისტანციაზე ირბინეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კახა პეტრიაშვილი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას , ფერმერებსა და მერის წარმომადგენლებს "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის" პროგრამა გააცნეს.
29 მარტს ღონისძიება გაიმართა "საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე", სადაც პრეზენტაციით წარსდგა დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი, რომელმაც ისაუბრა პროექტის ფარგლებში"საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე" განხორციელებულ აქტივობებზე და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან თანამშროლობით გასატარებელ ღონიძიებებზე.
დღეს საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა მიკრო და მცირე ბიზნესების საჭიროებებისა და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების გამოვლენას.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დმანისელ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა, სახლში ესტუმრა და სიმბოლურად მათი ტრადიციების გათვალისწინებით ტკბილეულისგან შემდგარი კალათები გადასცა.
მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის კობა მურადაშვილისა და ლიბერთი ბანკის დმანისის ფილიალის მმართველის ილარიონ ხორგუანის ერთობლივი ძალისხმევით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაიში ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრი გაიხსნა.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს შემდეგი საკითხები.