2 ივლისს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტში მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ დეპუტატებთან, მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი- კახაბერ ოქრიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე- მერაბ ოქრიაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი- გიორგი ტატუაშვილი და მერის მოადგილე ბადრი სუბარი.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რეგიონის მასშტაბით, 2020 წელს, განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.
მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა პროექტების რაოდენობისა და დაფინანსების მზარდ ტენდენციაზე, ასევე სამუშაოების შესრულების ხარისხზე. შოთა რეხვიაშვილმა ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე პროცესში ჩართულ ხელმძღვანელ პირებს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო, 2019 წლის პროექტების შესრულების გეგმას, ასევე განხორციელდა რუსთავში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი გაგარინისა და კოსტავას ქუჩებზე, სადაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია ხორციელდება.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შეხვედრას უძღვება დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი.
დმანისელი ფეხბურთელების მორიგი წარმატებული თამაში.
მიმდინარე წლის 29 ივნისს, დმანისის საფეხბურთო გუნდმა "აისი", ქალაქ მცხეთაში გასვლითი თამაში გამართა და მოიპოვა გამარჯვება ანგარიშით 2-1, რის შედეგადაც მიითვალა მორიგი ერთი ქულა.
შემდგომ თამაშს "აისი" გამართავს 4 ივლისს, დაბა კოდაში.
ვუსურვოთ წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს.
25 ივნისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა, სადაც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის ცვლილების შესახებ იმსჯელა.
საბჭოს წევრებმა გარდამავალი და 2019 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც რეგიონის მასშტაბით, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან, აღნიშნული საკითხების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
საუბარი შეეხო ამბულატორიების, სასწრაფო- სამედიცინო დახმარებისა და საჯარო სკოლების შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს, ასევე სოფლის მხარდაჭერისა და სტიქიის პრევენციის პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებს.
ა(ა)იპ კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა, დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა მოსაცდელი მორეცხა.
როგორც ა(ა)იპ კომუნალური სამსახურის უფროსმა თამაზი ადუაშვილმა განაცხადა მოსაცდელების მორეცხვა სპეციალური ტექნიკის საშუალებით ჩატარდა და ზამთრის დადგომამდე სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.
მიმდინარე წლის 23 ივნისს, დმანისის "აისმა" კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა კასპის "განთიადთან", რომელიც სატურნირო ცხრილში 21 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებოდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა 8:3 - ით სადაც მოიპოვა მორიგი სამი ქულა და სატურნირო ცხრილში უფრო მაღლა აიწია. მომდევნო კალენდარულ თამაშს "აისი" გამართავს 29 ივნისს სტუმრად ქალაქ მცხეთაში.
ქალაქ დმანისში, 2019 წლის ადგილობრივი დანიშნულების გზების მოვლა-შენახვის ფარგლებში, მოქალაქეთა
უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ზებრა გადასასვლელები მოეწყო. სამუშაოები შეასრულა შპს "გზამშენმა" ადგილობრივი ბიუჯეტით. სამუშაოებს ინსპექტირებას უწევდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.
გიორგი ტატუაშვილმა სისხლის გადასხმის აქციაში მიიღო მონაწილეობა დღეს, ქალაქ დმანისში (ნანა დედოფლის ქუჩა N9) მდებარე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დმანისის რაიონულ სამსახურში, უანგარო დონორთა აქცია გაიმართა.
ადგილზე იმყოფება დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი მოადგილეებთან ერთად.
დღეს სოფელ გომარეთში ტრადიციულად სახალხო ზეიმი ,,გომარეთობა” აღინიშნა, რომელიც ყოველთვის მართლმადიდებლური დღესასწაულის ,,სულთმოფენობის” დღეს11 წელია არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის ინიციატივით აღინიშნება.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი დაპირებების შესრულებას განაგრძობს.
მიმდინარე წლის 14 ივნისს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, კონტრაქტორ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წლის 13 ივნისს დმანისის ცენტრალურ სტადიონზე „შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის“ ფარგლებში გაიმართა ნახევარფინალური შეხვედრები, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: „მალალეტკები“ – „კარაბულახი“ (3-1 პენლებში) და „გომარეთი“ 2 – 5 „ბავარია“. ფინალი „მალალეტკები“ – „ბავარია“ გაიმართება 17 ივნისს 18:00 საათზე, დმანისის ცენტრალურ სტადიონზე.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მოთხოვნით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საბავშვო ბაღში ახალი საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა.ატრაქციონების შეძენა-მონტაჟის სამუშაოები შპს "EXSIM MADE" - მ შეასრულა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თანხით 7200 ლარი. სამუშაოებს ინსპექტირებას უწევდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,ჯანდაცვის ცეტრში" სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები (სტეფან დორი, ფატიმა ბერი), რომლებიც გაეცვნენ ადგილობრივ სოციალურ პროექტებს, საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, კითხვარის შესაბამისად ააიპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორმა" ნინო ონანაშვილმა მიაწოდა დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ ( რომელი დაავადების, ინფექციის, ან სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის საფრთხის შემცველი ვირუსია გავრცელებული), მათ თავიანთი ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს ქალაქ დმანისში მდებარე ცენტრალური კლინიკა. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდა დმანისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მეგი ედიბერიძე.
მიმდინარე წლის 11 ივნისს, დმანისის ცენტრალურ სტადიონზე "შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირი" - ის ფარგლებში მინი ფეხბურთში შეხვედრები გაიმართა.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: "განთიადი -" კარაბულახი " 4-7, "მალალეტკები" - "მაშავერა" 5-2, "ბავარია"-"ჯავახი" 7-2, "გომარეთი" - "ამამლო" 4-3.
შეხვედრებში გამარჯვებული გუნდები ("მალალეტკები" - "კარაბულახი","ბავარია" - "გომარეთი"), ნახევარფინალში 13 ივნისს 17:00 საათზე - ცენტრალურ სტადიონზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
გულშემატკივრებს გთხოვთ მობრძანდეთ და უგულშემატკივროთ სასურველ გუნდს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ დმანისში საქართველოს სპორტ ცეკვების ასოციაციის GDSA სარეიტინგო შეჯიბრება - "ქვემო ქართლის თასი 2019" გაიმართა.
ტურნირის ორგანიზატორები მასპინძლები იყვნენ ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სამეჯლისო და სპორტ ცეკვების სტუდიის ხელმძღვანელები (დები) ნანა და ნონა ანსიანები.
ტურნირში მოცეკვავეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (კასპი,მცხეთა,რუსთავი, თბილისი და ა.შ) იღებდნენ მონაწილეობას.
სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გათამაშდა მედლები და თასები, სადაც ადგილობრივმა აღსაზრდელებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს და წარმოადგინეს საჩვენებელი ნომრები.
ტურნირის დასასრულს სტუმრები, მასპინძლებთან და მონაწილეებთან ერთად დმანისის მუზეუმს და ნაქალაქარს ესტუმრნენ, მათ მეგზურობა გაუწია პროფესორმა ჯუმბერ კოპალიანმა.
აღსანიშნავია, რომ ასოციაციის ეგიდით ქალაქ დმანისში ეს იყო პირველი ღონიზძიება, ტურნირის ორგანიზატორები მადლობას უხდიან დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას და ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს.
სოციალური პროგრამის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ, დღეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ათ პირს გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლები გადასცა.
ივლ 16 ხუთ 2026
1004
ივლ 09 ხუთ 2026
1820
ივნ 24 ოთხ 2026
1819
ივლ 05 კვ 2026
2078
ივლ 04 შბ 2026
2000

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















