დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დაწყებულია სოფელ ირგანჩაიში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა.
სამუშაოებს ახორციელებს შპს "ენკა".
პროექტის ღირებულება შეადგენს 700,365 ლარს.
დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. დაიწყო დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი დანიშნულების 2019 წლის გზების მოვლა-შენახვის ფარგლებში სოფელ მაშავერას მისასვლელ გზაზე გაბიონების მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოებს ახორციელებს შპს "გზამშენი"
სოფელ პატარა დმანისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
დაიწყო დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა დმანისში სიონის მისასვლელ გზაზე სანიაღვრე არხისა და გზის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ღირებულება შეადგენს 595 161 ლარს.
სამუშაოებს ახორციელებს შპს "იბერი"
მიმდინარე წლის პირველ მაისს, ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე პროექტის ფარგლებში „სპორტი ბარიერების გარეშე“, დმანისის მუნიციპალური პირველობა გაიმართა სპრინტში 60 მეტრ დისტანციაზე, სადაც ერთმანეთს დმანისელი ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: გოგონები: I) ვეზიროვა საბინა; II) ახმედოვა დული; III) ჩხეტიანი თეთუ და ასანიძე ანა;
ვაჟები: I) ნაგიევი გიორგი; II) მურჯიკნელი დავითი; III) ფაშაევი ფარვინ და გუსეინოვი ელვინ.
პირველ ადგილოსნები მონაწილეობას მიიღებენ 7-8 მაისს გასამართ რეგიონულ პირველობაზე ქალაქ რუსთავში.
იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 85 - კმ 98 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მიმდინარე წლის 17 აპრილს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე შემდეგი განცხადების ნომრით NAT 190007910.
წინადადების მიღება მთავრდება მიმდინარე წლის 15 მაისს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 17 274 187.00.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა მერიის თანამშრომლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, სოციალური აქციის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველებს მოახლოებული უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული - აღდგომა მიულოცა. აღნიშნული კატეგორიის ოჯახებს ხელმძღვანელი პირები ესტუმრნენ და მათ სააღდგომო ნობათი გადასცეს. სააღდგომო პასკისგან, ტკბილეულისგან და სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტებისგან შემდგარი სააღდგომო ნობათი დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 40 - მა ოჯახმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში მერის - გიორგი ტატუაშვილის ინიციატივით მსგავსი სოციალური აქციები ტრადიციაა. "ჩემი სურვილია არცერთ ოჯახს სოციალური პრობლემა აღარ ჰქონდეს, დიდი ბედნიერებაა, როცა მათ გაღიმებულ სახეებს ვხედავ." - აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა
მიმდინარე წლის 23 აპრილს, ა(ა)იპ დმანისის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო სამსახურის, სოფელ განთიადის ბიბლიოთეკაში წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საბიბლიოთეკო სამსახურის თანამშრომლები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს ა(ა)იპ დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურის ხელმძღვანელმა სოფელ განთიადის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა წიგნები.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს „მოურავი“ „მთის ძირი“ „იმედი“ და „ბოსლები“ სასოფლო სამეურეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ტატუაშვილთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტში კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდნენ და ტექნიკა გადასცეს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.
კოოპერატივებს, რომლებშიც გაწევრიანებულია 100-მდე მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი 900-ზე მეტს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2000 ჰა-მდე სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდას და მიგრაციული პროცესების შეჩერებას. სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.
გიორგი ტატუაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
მიმდინარე წლის 18 აპრილს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიის თანამშრომლებთან და საკრებლოს დეპუტატებთან ერთად სოფელ ქვემო ოროზმანის, ზემო ოროზმანისა და მთისძირის მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სოფლის მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევა.
მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური პროგრამები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
აღსანიშნავია, რომ შეხვდრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება და მოიცავს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს.
მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მეგი ედიბერიძე, თანამშრომლებთან, მერის მოადგილესთან ზაქარია დაუთაშვილთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსთან თემური ზურაბიშვილთან და მერის წარმომადგენელთან ნოდარ ადუაშვილთან ერთად სოფელ გუგუთში იმყოფებოდნენ.
შეხვედრის მსვლელობისას სოფლის მოსახლეობას გააცნეს ადგილობრივი და სახელმწიფო სოციალური პროგრამები, ადგილზე მოისმინეს ის პრობლემები და საჭიროებები, რომელიც სოფლის მოსახლეობას აწუხებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სოფელ გუგუთში დაგეგმილია ამბულატორიის მშენებლობა, რაც მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომს გახდის დროულად ისარგებლონ პირველადი სამედიცინო მომსახურებით.
მეტი ხელმისაწვდომობისათვის სოცილაური პროგრამები თვალსაჩინო ადგილზე იქნა გამოკრული.
მიმდინარე წლის 13 აპრილს, ქალაქ რუსთავში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა რეგიონული პირველობა ფრენბურთში. "სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019" - ის რეგიონულ პირველობაზე დმანისის მუნიციპალიტეტის გუნდებმა (ქ.დმანისის N1 საჯარო სკოლის გუნდი ვაჟებში და სოფ.იაღუფლოს საჯარო სკოლის გუნდი გოგონებში) დაიკავეს მესამე ადგილი.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი და არსებული გამოწვევბი განიხილეს.
აღინიშნა, რომ აუცილებელია კომპლექსური სამუშაოების ჩატარება, რათა მოხდეს ხარისხობრივი პრობლემების მოგვარება და ტურისტული სეგმენტის განვითარება. საუბარი შეხებოდა ტურიზმის სხვადასხვა სახეობას, მათ შორის ექსტრემალური ტურიზმის განვითარების კუთხით გასატარებელ ღონისძიებს. ქალაქ დმანისში, არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა - ვასილ დაუთაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე - "ტურისტული პოტენციალის ხედვა". შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის თანამშრომლები, პროფესორი ჯუმბერ კოპალიანი, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“-ს წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი გიდი ბესიკ ჭალიძე.
4 აპრილი დედაენის დღეა.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
საქართელოს მასშტაბით მიმდინარე ღონისძიებებს შეუერთდა დმანისის მუნიციპალიტეტი. ააიპ „ დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ფოიეში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა დროისა და დიზაინის გამოცემების დედაენის სახელმძღვანელოების გამოფენა, მონაწილეთა მიერ გაიმართა საგამოფენო სივრციდან ყველაზე ძველი დედაენის გადაწერა, სახელწოდებით ,,ჩვენ ვწერთ დედა ენას“.
დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან მოწოდებული აპლიკაციებით მოეწყო "დედაენის" კუთხეები.
ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ სტუდიების მიერ ჩატარდა მასტერკლასები ორიგინალური ასოების შესაქმნელად.
გაიმართა კონკურსი კალიგრაფიაში სკოლებიდან მოწვეული ბავშვების მონაწილეობით, გამარჯვებული გამოვლინდა კომპეტენტური ჟიურის მიერ.
ქართლი ანბანისა და დედაენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მცირე ლექცია წაიკითხა პედაგოგმა, ნანა მიქიანმა.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა კონცერტი ააიპ "დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" ბავშვთა სტუდიების მონაწილეობით.
დმანისელი ფეხბურთელების მორიგი წარმატება.
დმანისის საფეხბურთო გუნდი "აისი" მონაწილეობს 2007-2008 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის საქართველოს ჩემპიონატში.
დმანისის გუნდმა "აისი" პირველი კალენდრული თამაში ჩაატარა სტუმრად თბილისის "ვარკლეთილი"-სთან და დაამარცხა ანგარიშით 6:1 .
შემდგომი თამაში 20 აპრილს გაიმართება, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან დმანისის "აისი" და თბილისის "იბერია".
მიმდინარე წლის 12 აპრილს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სამუშაო შეხვედრა გიმართა ააიპ დმანისის მუნიციპაიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ოქრიაშვილი საუბარი შეეხებოდა საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესის პროექტის განხილვას.
მიმდინარე წლის 12 აპრილს, სოფელ დიდი დმანისის ბიბლიოთეკაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გიამრთა, სახელწოდებით "მე მიყვარს ჩემი სახელმწიფო ენა" ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, ადგილობრივი მაცხოვრებლები და ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები. ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, განთლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ოქრიაშვილი, მერის მოადგლე არიფ სულეიმანოვი, საბიბლიოთეკო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობივი მაცხოვრებლები ესრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაგრძელდება მიმიდნარე წლის 18 აპრილამდე.
დმანისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
მიმდინარე წლის 11 აპრილს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიის თანამშრომლებთან და საკრებლოს დეპუტატებთან ერთად სოფლების: მაშავერას, ტნუსის, შინდლარის, იაღუფლოსა და პანტიანის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სოფლის მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევა.
მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური პროგრამები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
აღსანიშნავია, რომ შეხვდრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება და მოიცავს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს.
დმანისელი ფეხბურთელების წარმატება
მიმდინარე წლის 11 აპრილს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში გაიმართა საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის წევრი, ეროვნული მოძრაობაში დაღუპული, გიორგი(გოჩა) გურულაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 24-ე ტრადიციული გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ღია პირველობა ფეხბურთში, 2004-2005 წწ დაბადებულ სპორტსმენებს შორის.
ფინალში წარმატებითნ იასპარეზა დმანისის „აისი“ და დაიკავა პირველი ადგილი.
ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა დმანისის აისის მეკარე, აფრასიძდე ნიკა, რომლსაც ორგანიზატორებისგან გადაეცა თასი და სიგელი.
ფეხბურთელები დაჯილდოვნენ გადამავალი თასით, მედლებითა და სიგელებით
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 |
მაი 22 პარ 2026
161
მაი 15 პარ 2026
157
მაი 25 ორშ 2026
1207

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















