იმდინარე წლის 30 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭიდაობა - ძიუდოში.
მსოფლიო პირველ ოქტომბერს ხანდაზმულ ადამიანთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელსაც ტრადიციულად უერთდება დმანისის მუნიციპალიტეტი!
მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ისტორიულ უბანში, "ბოლნისქალაქობა2018" აღინიშნა.
მიმდინარე წლის, 29-30 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მიმდინარეობდა ტრენინგი ბულინგის თემაზე.
მიმდინარე წლის 27 სექტემბერს ქ.დმანისში, N3 საჯარო სკოლის დარბაზში „ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში“ გაიმართა ტურნირი ფრენბურთში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ დმანისელი ახალგაზრდები.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ქვემო ქართლში გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
"მიმდინარე წლის, 26 სექტემბერს, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში" გაიმართა ფინალური შეხვედრა მინი-ფეხბურთში.
მიმდინარე წლის, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა! 25-ე წლისთავზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე, დაშვებული იქნება საქართველოს სახელმწიფო დროშები.
მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, ქალაქ დმანისში ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანიკის მიერ ჩატარდა უანგარო დონორთა აქცია.
მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, სამუშაო შეხვდრა გამართა შპს ოპტიმალ გრუპი + ის, შპს არქ დიზაინ მშენისა და შპს არიში-ს წარმომადგენლებთან
"ევროპის სპორტის კვირეული"ს ფარგლებში, 25 სექტემბერს, სოფ: განთიადში, გაიმართა სპორტული ტურნირი მინი-ფეხბურთში.
მიმდინარე წლის, 25 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ევროსაბჭოს პროექტის მედია კონსულტანტი გოეტც-მარტინ როზინი.
მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია CENN (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) რეგიონალური კოორდინატორი, მარიკო წიქორიძე.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკონფერენციო დაბაზში, 29-30 სექტემბერს ჩატარდება ორ დღიანი ტრენინგი ბულინგის თემასთან დაკავშირებით.
20 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ,საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ICSU-ს წარმომადგენლებს გიგა გლუნჩაძესა და ანზორ მეგრელიშვილს შეხვდნენ.
20 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ,საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ICSU-ს წარმომადგენლებს გიგა გლუნჩაძესა და ანზორ მეგრელიშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს „განავითარე შენი რეგიონი“ - პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების და რეგიონში სეზონური ბანაკების მოწყობასა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ,,განავითარე შენი რეგიონი“ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მასშტაბურ პროეტებში და სოციალური უნარების განვითარების გზით ჩამოყალიბდნენ ლიდერებად.
დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა "მსოფლიო დასუფთავების დღეს" ,რომელიც მიმართულია მყარი ნარჩენების პრობლემასთან ბრძოლისკენ.
აღსანისნავია, რომ დასუფთავების აქციაში ჩაერთო დმანისის მუნიციპალიტეტიში არსებული 16 ადმინისტრაციული ერთეული.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქ დმანისის მიმდებარე ტერიტორია, დმანისის მუნიციპალიტეტის არანაკლებ 30 სოფელი.
მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, ეწვია ქალაქ დმანისის № პირველ და № მეორე საბავშვო ბაღებს.
მუნიციპალიტეტის მერმა, საბავშო ბაღების აღსაზრდელებს გადასცა სიმბოლური საჩუქრები.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკონფერენციო დარბაზში, მიმდინარეობს შეხვედრა იფნარის თემის მოსახლეობასთან
შეხვედრას უძღვება დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი
საუბარი შეეხება იფნარის ადმინისტრაციულ ერთეულში,კერძოდ, სოფ: იფნარში დაგეგმლ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, დმანისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელ ბელა ტატუაშვილთან ერთად , დმანისის № პირველი, № მეორე, № მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
დმანისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა,ბელა ტატუაშვილმა, მოსწავლეებსა და პედაგოგ მასწავლებებს გააცნო 2018-2019 სასწავლო წლების პროცესში შესული ცვლილებები.
№ მეორე საჯარო სკოლაში,დმანსის მუნიციპალიტეტის მერმა, დამსახურებულ პედაგოგებს საზეიმო ვითარებაში გადასცა სიგელები.
" ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლების ადმინისტრაციასა და მშობლებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებულად ვულოცავ პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს, რომელთაც წელს პირველად შედგეს ფეხი სკოლაში და ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო.
ასევე მეთორმეტე კლასელებს ვუსურვოთ წარმატება, რადგან მათ წინ ელოდებათ ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ეტაპი,როდესაც დატოვებენ სკოლის კედლებს და გახდებიან სტუდენტები.
ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნისვნელოვანია განათლებული თაობების აღზრდა ,რადგან სწორედ განათლებული თაობა არის ჩვენი საქართველოს განვითარების საწინდარი.
ასევე მე დიდ წარმატებებს ვუსურვებ პირველ კურსელებს რომლებმაც წელს ჩააბარეს გამოცდები" განაცხადა მისალოც სიტყვაში გიორგი ტატუაშვილმა.