დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2018-08-20

მიმდინარე წელს, დმანისის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული ტენდერები ! 

ვრცლად
2018-08-20

16 აგვისტოს,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში,დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, ჩაატარა სამუშაო შეხვედრა დმანისის ტურიზმის განვითარებისათვის მომუშავე ჯგუფთან.

ვრცლად
2018-08-16

რეგიონებში ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით თვითმმართველობებთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრები გრძელდება. 16 აგვისტოს, მაია ცქიტიშვილი და მინისტრის მოადგილეები, ქვემო და შიდა ქართლის გუბერნატორების მოვალეობის შემსრულებლებს, 11 მუნიციპალიტეტის მერებსა და თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი

კომპლექსურად განხილულ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, სოციალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და შემდგომი ექსპლუატაციის საკითხებზე.

ვრცლად
2018-08-15

მიმდინარე წლის 12 აგვისტოს თეთრისწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარდა სახალხო დღესასწაული "დიდგორობა2018"

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სპორტული აქტივობები.ჩატარდა აბსოლიტური პირველობა ქართულ ჭიდაობაში.

პირველობაში მონაწილეობა მიიღო დმანისის მუნიციპალიტეტის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტსკოლის მწვრთნელმა ფიზიკურ მომზადებაში სლავიკ რეზესიძემ,რომელმაც დაიკავა საპატიო მესამე ადგილი.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს და უსურვებს წარმატებას!

ვრცლად
2018-08-13

 08.08.2018 დმანისის მუნიციპლიტეტში ჩატარდა დასუფთავების კვირეული.

კვირეულის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების აქცია.დასუფთავდა ქალაქ დმანისის მიმდებარე ტერიოტორია.

აქციაში მონაწილეობა მიიღს დმანისის მუნიციპალიოტეტეის მერმა გიორგი ტატუაშვილმა,დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბადრი სუბრამა,ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა.

 დასუფთავების კვირეულს შეუერთდა დმანისის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები,სადაც ჩატრადა ცენტრალური გზების, ადმინისტრაციული შენობების, კულტურული ძეგლების, სტადიონების და სხვა ტერიტორიების დალაგება/ნარჩენებისგან გაწმენდა. 

ვრცლად
2018-08-13

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე4 პუნქტის ,საქართველოს ორგანულის კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,შესაბამისად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1.       დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო შენობა ნაგებობებზე, (სასაფლაოს ტერიტორია,ეკლესია,მეჩეთი.სინაგოგა,და სხვა),კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე,სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობების ინტერიერებისა და ექსტერიერებში.

2.       დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა

3.       პლაკატის გაკვრა ასევე დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე

4.       ამ დადგენილების პირველი მე-3-პუნქტების გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე,საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით

5.       ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

6.       დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 05 აგვისტოდან.

ვრცლად
2018-08-13

 დმანისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ  09/08/2018 წელს გამოიცა   34 08 განკარგულება,წინასაარჩევნო ღონისძიებისათვის დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების ნუსხა შედგენის შესახებ.

საქართველოლოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2-ე პუნქტისა და საქართველოს „საარჩევნო კოდექსის: 45-ე მუხლისა და მე-9 პუნქტის შესაბამისად,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1.       საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებთ,დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,გამოიყოს ის შენობა ნაგებობები,სადაც შესაძლებელი იქნება ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია).

2.       განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში (ქ.ბოლნისის სულხან საბას ქ.113)

ვრცლად
2018-08-10

▶️მიმდინარე წლის 10 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა დასუფთავების აქცია.

▶️აქციაში მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლება

ვრცლად
2018-08-11

▶️11 აგვისტოს 16 საათზე, ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე,ჩატარდა მოყვარულთა ლიგის ქვემო ქართლის რეგიონალური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი,რომელიშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბავარია-განთიადი.

▶️გამარჯვება მოიპოვა ბავარიის გუნდმა ანგარიშთ 3-0.

▶️შეხვედრაში მონაწილე გუნდებს,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისგან გადაეცათ მადლობის სიგელები.

ვრცლად
2018-08-12

▶️2018 წლის 12 აგვისტოს დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 897-ე წლისთავი დიდგორის ველზე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. 

▶️ღონისძიებას დაესწრნენ და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

▶️ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მეტრეველი, გუბერნატორის მოადგილეები კახა კობერიძე და ზაურ დარგალი,დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი,დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბადრი სუბარი. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა რუსთველი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი. ,,დიდგორობა“ ადგილობრივებთან ერთად აღნიშნეს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმაც.

ვრცლად
2018-08-12

 ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !

 ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !

2018 წლის 12 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე, დიდგორობის სახალხო დღესასწაული გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სპორტული აქტივობები,სადაც მონაწილეობას მიიღებენ დმანისის მუნიციპალიტეტის სპორტსმენები, ჭიდაობასა და მკლავჭიდში.

ასევე მოეწყობა საგამოფენო კუთხე,სადაც წარმოდგენილი იქნება დმანისის მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიული მასალები,ხატვისა და რეწვის ნიმუშები.

კონცერტში მონაწილობას მიიღებს ააიპ“დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოყოფილია ტრანსპორტი,რომელიც მსურველებს დილის შვიდ საათზე დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან, ქალაქ დმანისის-დიდგორის ველის მიმართულებით მოემსახურება უფასოდ!

საკონტაქტო პირი: ნიკა ქართველიშვილი ტელ:598-493-992

ვრცლად
2018-08-08

8 აგვისტო - 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი შეიმკო ყვავილების გვირგვინით და ანთებული სანთლებით. 

მემორიალი გვირგვინით შეამკო დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მეტრეველმა.

ვრცლად
2018-08-06

სამწლიანი პაუზის შემდგომ,მაუწყებლობას იწყებს "რადიო დოქი",რომლის დაფარვის ზონა მხოლოდ დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სკვერის ტერიტორიით შემოიფარგლება.

,,რადიო დოქი“ წარმოადგენს მუსიკალური საღამოების შემეცნებით -გასართობ ნაწილს,რომელიც დმანისის ცენტრლურ სკვერსა და მიმდებარე ტერიოტერიაზე შეკრებილი ადგილობრივი და ჩამოსული დამსვენებლების გახალისებას, შემეცნებას და დმანისის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და პოპულარიზაციას ემსახურება.

მუსიკალური შესავალი ---სხვა და სხვა ჟანრის მუსაკალური კომპოზიციების გაჟღერება ( 1 სთ - 20:00- 21:00)

,,რადიო“ ეთერი ( 21:00-22:00) 

,,რადიო ,,დოქი“ მოიცავს სხვადასხვა საინტერესო რუბირკებს :,, ჯანმრთელობის ერთი წუთი“ ,,FASHION შოკი”; ,,აკუმულატორი”; ,, მოგზაურობა რა... სად... რამდენად?”; ,,სპორტი”; ,,ქალაქობანა”; ,,გრაგნილი”; ,,ამოჩემებული მუსიკა“; ,,ცამეტი ჰიტი“ ,,კინო სიახლეები“; ,,ამინდის პროგნოზი“

,, სტუმარი“ ,სტუმრისთვის განსაზღვრულია 10 წუთიანი ეთერი,ერთი მუსიკალური ჭრით 

და მუსაკალური სურვილების საათი ,,შეკვეთობანა“ ( 30 წთ

ვრცლად
2018-08-03

☑️2018 წლის 25-28 ივლისს ჩათვლის ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი მსოფლიო თასი ჭიდაობა სამბოში.

☑️ტურნირში მონაწილეობა მიიღო 18 ქვეყნის ნაკრებმა გუნდმა,მათ შორის საქართველოს ნაკრებმაც,რომელმაც მიაღწია წარმატებას და დაიკავა გუნდური მესამე ადგილი.

☑️შეჯიბრში მონაწილე სპორცმენებმა მოიპოვეს ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი.

☑️პრიზიორებს შორის არის დმანისის მუნიციპალიტეტის მწვრთნელი სლავა რეზესიძე,რომლემაც დაიკავა მესამე ადგილი და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

☑️დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ჩვენს პრიზიორს და უსურვებს წარმატებას!

ვრცლად
2018-08-03

ორგანიზაცია "დმანისელების" მიერ სოფელ განთიადში ჩატარდა საქველმოქმედო ფეხბურთის ტურნირი , სადაც მონაწილეობას იღებდნენ 6 გუნდი. შეგროვებული თანხა იქნა გადაცემული, ამავე სოფელში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, ბატონ ვაჟა კავლელაშვილს.

გვინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ თითოეულ გუდს და დმანისის მერიას მხარდაჭერისათვის! 

ტურნირის შედეგები ასეთია : 1 ადგილი -დმანისის მერია , 2 ადგილი -დმანისის საკრებულო, 3 ადგილი- "ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლა.

ვრცლად
2018-08-01

2018 წლის 26 ივლისს გამართულს სახალხო ზეიმი- „დმანისობა 2018“-ის ღონისძიებაში აქტიურად ჩართულ პირებს, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მერის სახელით გადაეცათ მადლობის სიგელები.

ვრცლად
2018-08-01

➡️საქართველოს მთავრობის ინიციატივით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით,პროექტის  GENIE  ფარგლებში,ხორციელდება პროგრამა „ინტერნეტი განვითარებისთვის“.პროგრამის მიზანია ციფრული წიგნიერების გავრცელების ხელშეწყობა რეგიონებში,რისთვისაც მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის აქტივობები.მათ შორის საინფრომაციო შეხვედრები,კონსულტაციები მეწარმეებისა კერძო პირთათვის,ტრენინგები და ტექნიკური უზრუნველყოფა.

➡️ვიდეო რგოლები და ტრენინგის ვიდეო მასალა ,რეგიონის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს მიიღონ ინფორმაცია ინტერნეტის შესაძლებლობებისა და რესურსების შესახებ.ასევე მიიღებენ პრაქტიკულ რეკომენაციებს,რათა ეფექტურად გამოიყენონ ციფრული შესაძლებლობები საკუთარი მარკეტინგული თუ სხვა ბიზნეს საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

ვრცლად
2018-07-31

‼️‼️დმანისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 31 ივლისს, ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ჩაატარა ნებაყოფლობითი ,,C"-ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.

!!უფაოს სკრინინგ ტესტირება მოიცავდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსს,სადაც მოსახლეობას კვლევაში მონაწილების მიღება შეეძლო დილის თერთმეტის ნახევრიდან.

!!საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სულ გამოკვლეული იქნა 50 ბენეფიციარი

!!✍პროექტის ფარგლებში განხორციელდა საინფორმაციო საგანმანათლებლო აქტივობები. მოსახლეობაში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში ცნობიერების ამაღლების მიზნით დარიგდა საინფორმაციო სახის ბროშურები.

‼️ტესტები და საინფორმაციო მასალები მოწოდებული იქნა სსიპ ,,ი.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" მიერ.

ვრცლად
2018-07-26

☑️26 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ,,დმანისობა 2018“ აღინიშნა. 

☑️დმანისობის დღესასწაულს ესწრებოდნენ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები,დმანისის მუნიციპლაიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ  ოქრიაშვილი.

☑️ადგილობრივ მცხოვრებლებსა და რეგიონის სტუმრებს სცენიდან პირადად მიულოცეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა,დმანისის მუნიცილაპიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა,ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზაურ დარგალმა  და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რომელმაც დმანისობის აღსანიშნავად დმანისის მერს გიორგი ტატუაშვილს  გადასცა რუსუდან მეფის ვერცხლის მონეტა, რომელიც დათარიღებულია 1230 წლით.

☑️ღონისძიების ფარგლებში  გაიმართა კოცერტი სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის ასევე  ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილმა ანსამბლებმა.

ვრცლად
2018-07-26

მიმდინარე წლის 26 ივლისს პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სახალხო დღესასწაული „დმანისობა“ .

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონცერტი სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის ასევე ქვემო ქართლლის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული შემოქმედებითი კოლექტივები.

ჩატარდება სპორტული ღონისძიებები მკლავჭიდსა და ჭიდაობაში,.ხოლო მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ჭადრაკის ,ნარდისა და მაგიდის ტენისის ტურნირებში.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები როგორც ქართული, ასევე საქართველოში წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების ტრადიციული სამზარეულოდან.

დასკვნითი კონცერტი გაიმართება დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სკევრში.

კონცერტს გამართავს ააიპ. დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული საესტრადო სტუდია ,,მიქსი".

საღამო დასრულდება ფრანებითა და ფეიერვერკით.

ვრცლად
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები