თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8-15 ივლისის ჩათვლით გაიმართება ქართული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "არტგენი"
11.07.2018 რიცხვში ფესტივალის ღონისძიებების ფარგლებში "არტგენის" მეთხუთმეტე საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალზე ააიპ "დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სტუდიები და წრეები წარსდგნენ საგამოფენო,გამოყენებითი, ხატვისა და გამოყენებითი(ხეზე კვეთა,თექა,ბისერი)ხელოვნების ნიმუშებით.
13 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.
სკრინინგ ტესტირება ჩაუტარდათ სოფელ ბაზაქლოსა და ანგრევანის მოსახლეობას.
17 ივლისს,ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტის ააიპ დმანისის "საბიბლიოთეკო სამსახური"ს ორგანიზებით ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა მისი შემოქმედების განხილვა.
➡️16 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და აიპიების ხელმძღვანელებთან.
➡️შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა სახალხო ზეიმ "დმანისობა 2018" ის საორგანიზაციო საკითხებს.
17 ივლისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
მხარის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ საბჭოს წევრებთან ერთად, რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა და სფეროში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა.
დმანისის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის "წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად", რომელსაც ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში CENN ახორციელებს, სადაც ხდება Wash ტექნიკური შეფასების გაკეთება.
მიმდინარე წლის 19 ივლისს ,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროექტის „ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ფარგელბში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი.
მიმდინარე წლის 4-10 ივლისის ჩათვლით ანაკლიაში მიმდინარეობდა პროექტი "სპორტი ბარიერების გარეშე"
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ფინალური ეტაპი სპორტის ოთხ სახეობაში:მინი-ფეხბურთში,კალათბურთში,ჭადრაკსა და სრინტში
სპრინტში დმანისის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღო,ქვემო ქართლის რეგიონალურ პირველობაში გამარჯვებულმა სოფელ გომარეთის ექვთიმე ტაყაიშვილის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ექიზამაშვილმა.
მიმდინარე წლის 10.07.2018 რიცხვშ ჩატარდა მაღალმთაინ დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა.
კომისის სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის შესახებ.
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის პირველ საჯარო სკოლაში პროგრამის მსვლელობისას მოზარდები გაეცნენ ქართული ანბანის განვითარების ეტაპებს: ასევე იმუშავეს თიხის ჭურჭლის მოხატვაზე. შემეცნებითი კურსის პრეზენტაცია სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებმა და საყდრისის კომიტეტის წევრებმა წარმართეს, რომელსაც ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი.
ორგანიზაცია მადლობას უხდის დმანისის მუნიციპალიტეტს პროექტიში აქტიური ჩართულობისთვის.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ორგანიზებული იყო დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ.
11 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა.ა.ი.პ-ი სამსახურის ხელმძღვანელებთან.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ დმანისის მუნიციპალიტეტს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი 200 ერთეული სანაგვე ურნა გადასცა. ნაგვის ურნები დმანისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე ეტაპობრივად გადანაწილდება, რაც მუნიციპალიტეტში და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროფესიული საჯარო მოხელის სამუშაოს შეფასების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საჯარო მოხელეების შეფასების სისტემის მოკლე მიმოხილვა.
პროექტი ხორციელდება GIZ-ის, შპს ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს (PwC) და საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლობით.
26 ივნისს საქართველოს ,,ტაიბოქსისა“ და ,,კიკბოქსინგის“ ფედერაციის, დმანისის შერეული ორთაბრძოლების კლუბი "არწივი“-ის და ააიპ დმანისის სპორტული სკოლის ორგანიზებით, ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში გაიმართა ქვემო ქართლის რიგით მეხუთე ტრადიციული ღია პირველობა "კიკბოქსინგში". ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მიულოცა წარმატებული სპორტული ტურნირის დაწყება დმანისის მუნიციპალიტეტში და მონაწილეებსა და მათ წარმომადგენლებს სპორტული წარმატებები უსურვა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ევროპელის“ ორგანიზებით მიმდინარე წლის 24 ივნისს ქალაქ დმანისს ეწვია ვეტერან მორაგბეთა ასოციაცია - „მისიონერების“ ფონდი. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ქველმოქმედება და რაგბის პოპულარიზაცია. ვიზიტის ფარგლებში ფონდის წევრები შეხვდნენ დმანისელ ბავშვებს, მშობლებს და რაგბით დაინტერესებულ საზოგადოებას. შეხვედრაზე ისაუბრეს რაგბის მნიშვნელობასა და მის როლზე თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებაში, ასევე მუნიციპალიტეტში რაგბის განვითარების შესაძლო პერსპექტივებზე.
29 ივნისს 21:00 საათზე ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის წინ (ღია ცის ქვეშ) გაიმართება საესტრადო სტუდია ,, მიქსის " სოლო კონცერტი.
მიმდინარე წლის 20 ივნისს, ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წლის ფარგლებში, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. სპექტაკლს ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერის პირველი მოადგილე ბადრი სუბარი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე დაინტერესებული დმანისელი საზოგადოება.
მიმდინარე წლის 21 ივნისს სოფელ საფარლოს მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.
მობილური ლაბორატორია სოფლის ამბულატორიის შენობასთან იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი. აღნიშნული აქტივობა განხორციელდა ,,С'' ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.
21 ივნისს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ქვეყანაში მოქმედი ჯანდაცვის პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი ესწრებოდა.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერია სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა. ღონისძიების ორგანიზატორები მადლიერებას გამოხატავენ ასევე ყველა იმ უანგარო დონორის მიმართ, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემენ სისხლს. დაჯილდოვების ცერემონიალს დმანისის მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მეგი ედიბერიძე.