ა(აიპ) ,,სამუსიკო სკოლამ " 2017-2018 სასწავლო წლის მეორე ნახევრის საანგარიშო ღონისძიება მიმდინარე წლის 19 ივნისს ა(აიპ) ,,სამუსიკო სკოლის დარბაზში ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები. შესრულდა სხვადასხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები. მსმენელს შესთავაზეს როიალთან შესრულებული ქართული სიმღერები. ღონისძიებამ თბილ და მყუდრო გარემოში ჩაიარა.
ქალაქ დმანისში წლის ბოლომდე იგეგმება ტურისტული საინფორმაციო ცენტრის გახსნა. რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას და მდიდარი ტურისტული პოტენციალის მოსახლეობის სასიკეთოდ გამოყენებას.
ყველა რესურსი მიმართული იქნება ვიზიტორებისათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად. საგულისხმოა, რომ სპორტით დაინტერესებულ ტურისტებს საშუალება ექნებათ, ქ. დმანისში, 9 აპრილის ქუჩა N 32 - ში არსებული სპორტული დარბაზით, (შესაბამისი ინვენტარითაა აღჭურვილი) სრულიად უფასოდ ისარგებლონ.
დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირების კამპანია გრძელდება. დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში აიაზ მამედოვი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა მოსახლეობის ინფორმირება საბაჟო საკითების (ექსპორტი-იმპორტი), ასევე საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და მოგების გადასახადის შესახებ.
დღეს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს "ბავარიისა" და "კარაბულახის" გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ თამაშში გამარჯვება გუნდმა "ბავარიამ" მოიპოვა, რომელმაც მოწინააღმდეგე გუნდი "კარაბულახი" ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ფინალურ შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, რომელმაც პირველ ადგილზე გასულ გუნდს "ბავარიას" გამარჯვება მიულოცა და გარდამავალი თასი გადასცა, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს "კარაბულახს" - ფეხბურთის ბურთი გადაეცა.
დღეს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის ფარგლებში ნახევარფინალი შემდეგი შედეგებით დასრულდა: "ჯავახი"-"კარაბულახი" 1:5, "ბავარია"-"ამამლო" 5:1. აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს 11:00 საათზე ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან "ბავარიისა" და "კარაბულახის" გუნდები.
შეხვედრას ესწრებიან სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში აიაზ მამედოვი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ტრენერი - თამთა ბიწაძე, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს მიზნობრივი სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო დეკანოიძე, დმანსისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები.
14 ივნისს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის ფარგლებში შეხვედრები შემდეგი შედეგებით დასრულდა:➡️"განთიადი"-"კარაბულახი პენლები 3:4,➡️"მაშავერა"-"ამამლო" 2:4,➡️"ბავარია"-"H1N1" 5:3, ☑️აღსანიშნავია, რომ დღეს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე დაიწყება ნახევარფინალური ეტაპი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ➡️"ჯავახი"-კარაბულახი",➡️"ბავარია"-"ამამლო".
მიმდინარე წლის 6-13 ივნისს ქალაქ მარნეულის კულტურის ცენტრში ააიპ "დემოსის" ორგანიზებით ჩატარდა კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“, რომლის მიზანიც იყო ქართული ტრადიციული სიმღერის პოპულარიზაცია. კონკურს -ფესტივალი მოიცავდა ქვემო ქართლის რეგიონს და მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ინდივიდუალური შემსრულებლები და გუნდები.
13 ივნისს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის ფარგლებში შეხვედრები შემდეგი შედეგებით დასრულდა: "განთიადი" - "დმანისი" 5-3; "ჯავახი"-თამადა" 5-3 ; "კარაბულახი"-"გომარეთი" 5-0; "მაშავერა-"ოროზმანი" 9-1.
დღეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას პროგრამის შესახებ - "აწარმოე საქართველოში" და სხვა მათთვის საინტერესო საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. აღნიშნული კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია, იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ.
მიმდინარე წლის ცხრა ივნისს ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლაში, სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის პედაგოგის ნატო კვარაცხელიას ინიციატივით (ნატო კვარაცხელია მუშაობს პროექტით "ასწავლე საქართველოსთვის" ) და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი "ერუდიტი".
ამ წუთებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში წითელი ჯვრის საზოგადოება მოხალისეებისათვის ატარებს ტრენინგს სახელწოდებით: "შაქრიანი დიაბეტის მართვის გაუმჯობესება ქვემო ქართლის რეგიონში". მოხალისეები პროექტის ფარგლებში განახორციელებენ კარდაკარ ვიზიტებს ადგილობრივ მოსახლეობაში, რისკ ჯგუფების გამოვლენის და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის დასკრინინგების მიზნით.
დღეს ააიპ დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - "ოლიმპიზმი" რეგიონული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ოლიმპიზმის პოპულარიზაცია. ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებმა ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიაზე და ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების შესახებ წარმოადგინეს პრესენტაციები, გაიმართა ვიქტორინა, მოეწყო დისკუსია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.
აქ წარმოდგენილმა ახალგაზრდებმა კონკურსის ბარიერი წარმატებით გადალახეს. დღეს ამ შეხვედრით მე მსურდა მათთვის მიმეცა სტიმული იმისათვის, რომ მათი იდეა და კრეატიული შეხედულება ჩემამდე მოვიდეს, მათი განხორციელების გენერირებაში კი მე ვიქნები აქტიური მხარდამჭერი, რომ მუნიციპალიტეტის სერვისები მოსახლეობისათვის იყოს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და უფრო უკეთესი გახდეს"- ისაუბრა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.
გიორგი ტატუაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
- ასოციაცია ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალები" ახორციელებს ,,ევროკავშირი საქართველოსთვის" დაფინანსებულ პროექტს ,,არა, ოჯახში ძალადობას! აღნიშნული პროექტის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახში" მერიის საქმიანობის გათვალისწინებით სამი თვის განმავლობაში, კვირაში ერთი დღე მიმდინარეობდა ფინანსური მენეჯმენტის შემსწავლელი უფასო სამ თვიანი კურსი. ტრენინგი ქალბატონებისათვის იყო განკუთვნილი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სასწავლო კურსი. კურსდამთავრებულებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ა(აიპ) ,,სათნოების სახლში" მცირეწლოვანი ბენეფიციარებისათვის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება 11 საათზე დაიწყო, სადაც მისულ პატარებს საშუალება ჰქონდათ მულტიპლიკაციური ფილმების ყურების.
მათ სათნოების სახლის ხელმძღვანელმა ნინო კავლელაშვილმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიებას საჩუქრებით შემოუერთდა ა/ო "პირველი ევროპელი". პატარებისათვის გამართულ საზეიმო წვეულებას მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ააიპ "დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" საკონცერტო დარბაზში საზეიმოდ აღინიშნა. ბავშვებს ნინოობა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ააიპ "დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის" დაქვემდებარებაში შემავალმა საბავშვო ბაღებმა (ცხრა საბავშვო ბაღი). ღონისძიების პროგრამა იყო მრავალფეროვანი.
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მოადგილეებთან, მერიის, საკრებულოს თანამშრომლებთან და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მთავარ სპეციალისტთან ბატონ ლაშა აბაშიძესთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტში "საზოგადოებრივი ცენტრის" მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა. მშენებლობა მიმდინარე წლის 18 აგვისტოს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით დღეისათვის 52 ცენტრი ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით დღეისათვის 52 ცენტრი ფუნქციონირებს.
დღეს სოფელ გომარეთში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის ნინო მამადაშვილის ინიციატივით "მკითხველის თეატრი"- ს ოთახი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი იქნა თოჯინების თეატრი "პინოქიოს თავგადასავალი", მოსწავლეებმა ზღაპრის გმირები ინგლისურ ენაზე განასახიერეს.