დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა "მსოფლიო დასუფთავების დღეს" ,რომელიც მიმართულია მყარი ნარჩენების პრობლემასთან ბრძოლისკენ.
აქციაში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 150 ქვეყანა დევიზით: "Let's Do It! World" - "მოდით გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის"
მსოფლიო დასუთავების აქცია დაიწო 10 საათზე და 24 საათის განმავლობაში მოიცავს მსოფლიოს ყველა სასაათო სარტყელს.
აქციაში მონაწილეობდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები,ასევე დასუფთავების სამსახურის, ა.ა.ი.პ დმანისის კულტურის სამსახურის, ა.ა.ი.პ სკოლამდელი აღზრდის სამსახურის, ა.ა.ი.პ საბიბლიოთეკო სამსახურის, ა.ა.ი.პ საგანმანათლებლო, ა.ა.ი.პ ჯანდაცვის, დასუფთავების სამსახურის ,სამხედრო, ა.ა.ი.პ სათნოების სახლისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლები
აღსანისნავია, რომ დასუფთავების აქციაში ჩაერთო დმანისის მუნიციპალიტეტიში არსებული 16 ადმინისტრაციული ერთეული.
აქციაში აქტიურად იყო ჩართული დმანისის მუნიციპალიტეტში არსეული არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელი"ს წარმომადგენლები და მოხალისეები.
დასუფთავების აქცია ჩატარდა "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს" ინიციატივით, პროექტი "დავასუფთაოთ საქართველოს" ხელშეწყობით
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქ დმანისის მიმდებარე ტერიტორია, დმანისის მუნიციპალიტეტის არანაკლებ 30 სოფელი.
დასრულდა ელექტრონული ტენდერი ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საერთაშორისო გზიდან სოფელ პატარა დმანისის მისასვლელი გზის მოასფალტებისა და არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზამდე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერში გაიმარჯვა შპს ტექნომშენ ჯგუფმა
მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტსა და შპს ტექნომშენ ჯგუფს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აღნიშნული სამუშაოების შესრულების შესახებ.
პროექტის ღირებულება შეადგენს 489`000.00 ლარს
სამუშაოები გაგრძელდება 2018 წლი14სექტემბრიდან 2018 წლის 13 ნოემბერის ჩათვლით
13 სექტემბრიდან 4 დღის განმავლობაში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება ევროპის პირველობა ახალგაზრდებს შორის.
ახალგაზრდა ძიუდოისტები ჯერ ინდივიდუალურ ასპარეზობაში გამოავლენენ კონტინენტის უძლიერესებს, შემდეგ კი, 16 სექტემბერს, ერთმანეთს გუნდურადაც დაეჭდებიან.
-66 წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით იასპარეზებს
ბაგრატ ნინიაშვილი-ანტალიის გრან-პრის ჩემპიონი,ჭაბუკთა დონეზე მსოფლიოს ვიცეჩემპიონი,ჭაბუმთა დონეზე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი,ახალგაზრდულ დონეზე მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი.
ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ბაგრატს !
წინასწარი შეხვედრები ჩვენი დროით 11:00 საათიდან დაიწყება.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებსა და სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელებთან.
შეხვედრას უძღვება დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი.
მიმდინარე წლის 11 სექტემბერს,დმანისის მუნიციპალიტეტში სახალხო დამცველის გენდერის რეგიონულმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა .
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა.
შეხვედრა ორგანიზებული იყო დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მეგი ედიბერიძის მიერ.
შეხვედრაში აქტიურად იყო ჩართული დმანისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო. საუბარი შეეხებოდა სახალხო დამცველის მანდატს,მუნიციპალიტეტის როლს გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცეში,სექსუალური შევიწროვებასა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობას
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგელის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ამამლოში მცხოვრებ ქალებთან. გამართულ შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღო დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა .
შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ნაადრევ ქორწინებასა და ოჯახში ძალადობას.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საშემოდგომო გაწვევა დაიწყო !
მოქალაქეთა 2018 წლის საშემოდგომო გაწვევა გახორციელდება 2018 წლის 13 აგვისტოდან 2018 წლის 29 დეკემრამდე.
სავალდებულო სამხედრო გაწვევა ჩატარდება ეტაპობრივად.
მიმდინარე წლის,6 სექტემბერს,დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საშემოდგომო გაწვევის მეორე ეტაპი.
ადგილზე იმყოფებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი,რომელმაც მათ წარმატეტები უსურვა.!
3 სექტემბერს,დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო წელი დაიწყო.
➡️დმანისის მუნიციპელიტეტის ნომერ პირველ საბავშო ბაღში, ბავშვებსა და პედაგოგიურ კოლექტივს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არიფ სულეიმანოვმა.
31 აგვისტოს, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი უძღვებოდა.
მხარის გუბერნატორმა, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების ხარისხზე გაამახვილა ყურადღება და საბჭოს წევრებთან ერთად, დეტალურად, განიხილა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული 2017-2018 წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
სხდომის მიმდინარეობისას, მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა ერთობლივად იმსჯელეს, რეგიონის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.
კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებულის, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტის დავით ალადაშვილის და “მაგთის“ მუსიკალური პროექტის ფარგლებში კონცერტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. 30 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტში, ღია ცის ქვეშ, დავით ალადაშვილმა მსმენელს ცნობილი კლასიკური მუსიკის შემსრულებლების ნაწარმოებები შესთავაზა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს აქტიურ სამუშაოებს,დმანისის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის თაობაზე.
24 აგვისტოს,ჯგუფის მიერ განხორციელდა პირველი გასვლითი რეიდი,რის შედეგადაც მოხდა უმთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა.
აღნიშნული აქტივობა ეტაპობრივად მოიცავს ქალაქ დმანისის მთელ ტერიტორიას
მიმდინარე წლის 23 აგვისტოს,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში,ჩატარდა სხდომა დმანისის ტურისტული პოტენციალის განვითარების თაობაზე.
პრეზენტაციის დროს,საუბარი შეეხებოდა დმანისში არსებულ კულტურულ და ბუნების მემკვიდრეობის ძეგლებს, ტურისტული პოტენციალის განვითარებას,შესაბამისის ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შექმას.
მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და საქართველოს პარლამენტში მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს წარუდგინა.
შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი
მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ჩატარდა საბავშვო ბაღების მაკონტროლებელი ჯგუფის სამუჯშაო შეხვედრა.შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა სამოქმედო გეგმის განხილვას,ასევე საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წლისათვის მზადებას.
დაიგეგმა დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული „ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განთლლების“ დაწესებულებებში გასვლითი ღონისძიებები.
16 აგვისტოს,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში,დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, ჩაატარა სამუშაო შეხვედრა დმანისის ტურიზმის განვითარებისათვის მომუშავე ჯგუფთან.
რეგიონებში ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით თვითმმართველობებთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრები გრძელდება. 16 აგვისტოს, მაია ცქიტიშვილი და მინისტრის მოადგილეები, ქვემო და შიდა ქართლის გუბერნატორების მოვალეობის შემსრულებლებს, 11 მუნიციპალიტეტის მერებსა და თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი
კომპლექსურად განხილულ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, სოციალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და შემდგომი ექსპლუატაციის საკითხებზე.
მიმდინარე წლის 12 აგვისტოს თეთრისწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარდა სახალხო დღესასწაული "დიდგორობა2018"
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სპორტული აქტივობები.ჩატარდა აბსოლიტური პირველობა ქართულ ჭიდაობაში.
პირველობაში მონაწილეობა მიიღო დმანისის მუნიციპალიტეტის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტსკოლის მწვრთნელმა ფიზიკურ მომზადებაში სლავიკ რეზესიძემ,რომელმაც დაიკავა საპატიო მესამე ადგილი.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს და უსურვებს წარმატებას!
08.08.2018 დმანისის მუნიციპლიტეტში ჩატარდა დასუფთავების კვირეული.
კვირეულის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების აქცია.დასუფთავდა ქალაქ დმანისის მიმდებარე ტერიოტორია.
აქციაში მონაწილეობა მიიღს დმანისის მუნიციპალიოტეტეის მერმა გიორგი ტატუაშვილმა,დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბადრი სუბრამა,ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა.
დასუფთავების კვირეულს შეუერთდა დმანისის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები,სადაც ჩატრადა ცენტრალური გზების, ადმინისტრაციული შენობების, კულტურული ძეგლების, სტადიონების და სხვა ტერიტორიების დალაგება/ნარჩენებისგან გაწმენდა.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე4 პუნქტის ,საქართველოს ორგანულის კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,შესაბამისად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო შენობა ნაგებობებზე, (სასაფლაოს ტერიტორია,ეკლესია,მეჩეთი.სინაგოგა,და სხვა),კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე,სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობების ინტერიერებისა და ექსტერიერებში.
2. დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა
3. პლაკატის გაკვრა ასევე დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე
4. ამ დადგენილების პირველი მე-3-პუნქტების გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე,საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით
5. ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
6. დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 05 აგვისტოდან.