დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2019-02-08

აიპ"დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურში" მოეწყო ორი წიგნის პრეზენტაცია:

1"ქვემო ქართლის გულდებულები"-წიგნი,რომელშიც შესულია ქვემო ქართლის მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებები და 

2"გამა" - მხატვრების კატალოგი,რომელიც ქვემო ქართლის მხატვრების შემოქმედებაზე გვესაუბრება.

პირველ წიგნში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სოფ. მაშავერას მკვიდრის მაყვალა სიმონიშვილის, სოფ.დიდ დმანისში მცხოვრებ ნატო მუსხელიშვილისა და ქ.დმანისში მცხოვრებ ლაშა ჩხვიმიანის ლექსები( ზ. კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი).

მეორე წიგნში გაეცნობით ააიპ'დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" ხატვის წრის პედაგოგის ავთანდილ ნარსავიძის შემოქმედებას

პრეზენტაციას არქეოლოგიური საექსპოზიციო დარბაზის ხელმძღვანელი ბატონი ჯუმბერ კოპალიანი, ფილოლოგი ნანა მიქიანი, მერიის განათლების,კულტურისა სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელი და თანამშრომლები, ააიპ"დმანისის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის " ხელმძღვანელი, N1 საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგები და აქტიური მკითხველი ბავშვები დაესწრნენ .ღონისძიებაში ჩართული იყვნენ საბიბლიოთეკო სამსახურის თანამშრომლები

ღონისძიების სტუმარმა, მაყვალა სიმონიშვილმა, საკუთარი ლექსები წაუკითხა დამსწრე საზოგადოებას და საკუთარი საბავშვო ლექსების ახლადგამოცემული კრებული გადასცა საჩუქრად. მან აღნიშნული წიგნები ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას უსახსოვრა. 

საბიბლიოთეკო სამსახურმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა ქალბატონ მაყვალა სიმონიშვილსა და ბატონ ავთანდილ ნარსავიძეს.

ვრცლად
2019-02-06

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდა, სადაც „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ეკატერინე ოქრიაშვილი და სოფიკო ავალიანი,რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი, კომპანია RMG-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გვანცა ბერძენაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს, საუკეთესო შედეგების მქონე 9 მონაწილეს კომპანია RMG- მ სიმბოლური საჩუქრები, პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს კი სპეციალური პრიზები გადასცა.დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა

ვრცლად
2019-02-05

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. ღონისძიებას დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ეკატერინე ოქრიაშვილი და სოფიკო ავალიანი, რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი, კომპანია RMG-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გვანცა ბერძენაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის დმანისის  ეტალონ მოსწავლეს“, ტარიელ პაკელიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ დმანისის N1 საჯარო სკოლას კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.ღონისძიების დასასრულს, საუკეთესო შედეგების მქონე 9 მონაწილეს კომპანია RMG სიმბოლურ საჩუქრებს, პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს კი სპეციალურ პრიზებს გადასცემს.შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

ვრცლად
2019-02-05

5 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა.
რეგიონისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, დეტალურად განიხილეს რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2019-21 წლის სამოქმედო გეგმაში განსახორციელებელი ცვლილებები და დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტები. 
სხდომის მიმდინარეობისას, საბჭოს წევრებმა, ქვემო ქართლში, 2018 წელს, შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებაც იმსჯელეს.

ვრცლად
2019-02-05

დმანისის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც თავად პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი, რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.აუდიტორია izrune.ge-ს საშუალებით შვილების სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობასა და პორტალის მამოტივირებელ მიდგომებს მიესალმება.პროექტში უკვე ჩართული სკოლების წარმატებულმა მენეჯერებმა კოლეგებს Izrune.ge-ს შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს და Izrune.ge-ს მეშვეობით ენის ბარიერის გადალახვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. სახელმწიფო ენის ცოდნა და პატივისცემა კი მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთი წინაპირობაა.აღსანიშნავია, რომ დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვს თანამოაზრეობისთვის „ეტალონის პირველი ელჩის“ ტიტული მიენიჭა. რესურსცენტრის უფროსი და დირექტორები Izrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად იწყებენ ზრუნვას:1. „მეგობრული კლასის“, ანუ ისეთი კლასის ჩამოსაყალიბებლად, რომლის თითოეული მოსწავლეც Izrune.ge-ს წევრია;2. „სუპერ კლასის“, ანუ ისეთი კლასის შესაქმნელად, რომელსაც იზრუნეს ტესტებში უმაღლესი შედეგები აქვს;

ვრცლად
2019-02-05

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაიში, გარე განათების ახალი ქსელი 60 ულტრათანამედროვე სანათით მოეწყო, რაც დმანისისთვის სიახლეა.
სამუშაოები მერიის ზედამხედველობით განახორციელა შპს ელექტრონმა 49 116 ლარით.

ვრცლად
2019-02-04

მიმდინარე წლის 04 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

ვრცლად
2019-02-04

გამოცხადებულია ტენდერი ორმოცწყარო-მაშავერის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირების, რომელიც 19 სოფელს და ქალაქ დმანისის მოსახლეობას მიაწვდის ხარისხიან წყალს 24 საათიან რეჟიმში.

საპროექტო წინადადების მიღება სრულდება მიმდინარე წლის 14 თებერვალს, რის შემდეგაც დაიწყება აქტიური სამუშაოები.

პროექტის ღირებულება შეადგენს 900 000 ლარს.

ვრცლად
2019-02-04

დმანისის მუნიციპალიტეტი ახალი გამოწვევების წინაშე

დმანისში დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე წლების წინათ იყო. თანამედროვე დმანისის ახლოს არის ამავე სახელწოდების  მუზეუმ-ნაკრძალი. ის თბილისიდან 85 კილომეტრში მდებარეობს. აქ აღმოჩენილი ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთები, ასევე ქვის იარაღები დაახლოებით 1.8 მილიონი წლით თარიღდება. მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.

 დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქ აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი _ თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება. დმანისი ოფიციალურად ქალაქად  1981 წელს გამოცხადდა და მას შემდეგ   ნელ-ნელა დაიწყო განვითარება.  გიორგი ტატუაშვილი დმანისის  მერად  2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. მისი  მოსვლის შემდეგ მუნიციპალიტეტში   ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. 

გიორგი ტატუაშვილმა 2009 წელს დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის კვალიფიკაციით, აქვს  ბაკალავრის ხარისხი;  2004 წლიდან 2005 წლამდე შპს „პსპ რიხტერის“ იურიდიული სამსახურის  იურისტის თანაშემწე იყო; 2005-2006 წლებში _ შპს „პსპ რიხტერის“ იურისტი; 2007 წლიდან  2017 წლის 10 ნოემბრამდე _ შპს „პსპ ფარმას“ იურიდიული დეპარტამენტის იურისტი, ხოლო 2008 წელს დააფუძნა იურიდიული კომპანია  შპს „ელ სი ჯი“, რომლის  აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე  2017 წლის 10 ნოემბრამდე მუშაობდა;    ამავე პერიოდში  იყო შპს „პრივატ სტანდარტის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; 2014 წლიდან  2017 წლის 10 ნოემბრამდე კი შპს „ნიუ ჰოსპიტალის“ იურიდიული სამსახურის  იურისტი იყო. 

ბატონი გიორგი  გაზეთ „ახალი საქრთველოს“ სტუმარია და  ახალი გამოწვევებისა და პროექტების შესახებ გვესაუბრება.

_ ბატონო გიორგი,   როგორია სოციალური ფონი მუნიციპალიტეტში და რა დახმარებებს უწევთ მოსახლეობას?

_ დმანისის მუნიციპალიტეტში, სოციალური ფონი მაინცდამაინც სახარბიელო არ არის,   დღეისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულია 1203 ოჯახი, რომლებზეც მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს.

 მოსახლეობის ძირითად საქმიანობას შინამეურნეობა წარმოადგენს.  მერიაში მოქმედი სოციალური  პროგრამები  მიმართულია მოსახლეობის სოციალური ფონის ამაღლების, მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშეწყობისკენ.

მათთვის მოქმედებს შემდეგი პროგრამები:

* ,,დიალიზის საჭიროების მქონე პირების დახმარების მუნიციპალური  პროგრამა“,   აღირცხვაზე მყოფ ბენეფიციარებს პირად ანგარიშზე ადრე თუ 50 ლარი ერიცხებოდათ, ახლა   100 ლარს მიიღებენ;

* ,,ერთჯერადი ფინანსური დახმარების მუნიციპალური პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს სიმსივნითა და C ჰეპატიტით დაავადებული პირების დახმარებას ერთჯერადად 200 ლარით;

* ,,სოციალურად  დაუცველი  მოსახლეობის  სამედიცინო  სტაციონარული, ამბულატორიული დახმარების    მუნიციპალური    პროგრამა“, რომელიც ვრცელდება სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ არემატება 100 000 ერთეულს, იძულებით ადგილნაცვალ პირებზე, სიმსივნითა და  C ჰეპატიტით დაავადებულ პირებზე, ობოლ არასრულწლოვან ბავშვებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე;

* ,,ტრანსპორტით მომსახურების მუნიციპალური პროგრამა“, რომლის მიზანია  მოსარგებლე პირებისათვის მგზავრობის უზრუნველყოფა და ფინანსური სახსრების დაზოგვა. მოსარგებლეები არიან დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტები, ვეტერანები, უსინათლოები, დიალიზის საჭიროების მქონე პირები;

* ,,ფენილკეტონურიით  დაავადებულ  ბავშვთა   სპეციფიკური   კვების პროდუქტებით დახმარების მუნიციპალური პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სპეციფიკური კვების პროდუქტებით დახმარებას;

* ,,ზამთრის   სეზონის   დადგომასთან   დაკავშირებით   საწვავით   (შეშა ან ბიოსაწვავი ,,ბრიკეტით“)            უზრუნველყოფის 2019 წლის   მუნიციპალური   პროგრამა“ _ პროგრამის ამოცანაა მარტოხელა პენსიონერი  პირების საწვავით (სათბობი შეშით ან ბიოსაწვავი ,,ბრიკეტით“) უზრუნველყოფა;

* ,,მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლითაც ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ არემატება 100 000 ერთეულს, გარდა იმ პირებისა, რომლებიც აღირცხვაზე იმყოფებიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამეტებით უზრუნველყოფის პროგრამაში.

- ბოლო პერიოდში ვიზიტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახდა დმანისის მუნიციპალიტეტი, რამ გამოიწვია ეს დაინტერესება?

- გეთანხმებით, დმანისს ტურისტული პოტენციალი უდავოდ დიდი აქვს. ამის მიზეზი კულტურული მემკვიდრეობის  უნიკალური ძეგლები და მათი სიმრავლეა. დმანისი, თავისი უძველესი წარსულიდან  გამომდინარე, ფლობს მდიდარ და საინტერესო კულტურას. უძველესი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების უნიკალური ძეგლები თავად „გვესაუბრებიან“ იმ მიღწევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც   მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე საუკუნეებს მოუტანიათ. ამას ემატება ისიც, რომ  დმანისის ნაქალაქარში, იქ, სადაც უძველესი ადამიანების (მათ შორის ზეზვასა და მზიას) ნაკვალევია აღმოჩენილი,  ღია ცის ქვეშ  მოწყობილია უნიკალური მუზეუმი. ასევე ვიზიტორებისთვის მიმზიდველია  მშვენიერი ბუნების ხედები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასულ წელს ტურიზმის განვითარების მიმართულებით ჩატარდა გარკვეული სამუშაოები. საწყისი ეტაპისთვის შეირჩა პრიორიტეტული ტურისტული ობიექტები, საპიკნიკე სივრცეებისა და სველი წერტილებისთვის და ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის მოინიშნა ადგილები, ასევე იგეგმება საინფორმაციო დაფების განთავსება. ტურისტული საინფორმაციო ცენტრის  ფართისთვის  მიმდინარეობს პროექტის შეძენა. ასევე შესაძლებელია განვითარდეს აგროტურიზმი, სატრანსპორტო, საფეხმავლო და კულინარული ტურიზმი.  ასე რომ, საინტერესო ტურს შევთავაზებთ ვიზიტორებს.

 - სპორტის განვითარებას რა ფაქტორები განსაზღვრავს?

  - სპორტი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ახალგაზრდობა არის ჩვენი მომავალი და მომავალი თაობა ჯანმრთელი უნდა აღვზარდოთ. ჩვენი საქმიანობა   ახალგაზრდების კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული, რაც პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უკავშირდება, ამის საწინდარი კი სპორტული მოედნები და თავისუფალ დროს  ეფექტურად გამოყენებისთვის სკვერები და პარკებია. ამ მიმართულებით ქალაქსა თუ სოფლებში განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. წლის განმავლობაში გაიმართება შეჯიბრებები ფეხბურთი, ფრენბურთის და ჭადრაკის სახეობებში. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიების მიხედვით. ხელს შევუწყობთ  გამორჩეული  ახალგაზრდების მონაწილეობას გასვლით ღონისძიებებში. ჩვენს ხელთ არსებულ რესურსებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შიდა და გარე შეჯიბრებებისთვის.

 ააიპ დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტულ სკოლაში ფუნქციონირებს ფეხბურთის, ჭადრაკისა და ჭიდაობის სხვადასხვა სახეობის სექციები. გასული წელი სპორტული წარმატებების თვალსაზრისით საინტერესო იყო. გვყავს წარმატებული სპორტსმენები, რომელთაც ასახელეს ჩვენი მუნიციპალიტეტი. ესენია: სლავა რეზესიძე, ბაგრატ ნინიაშვილი და ნოდარ ციხელაშვილი. ნიჭიერთა აღმოჩენასა და ხელშეწყობას ემსახურება სპორტული სკოლებისა და კლუბების სისტემა და სპეციალურ პროგრამები. იმედს ვიტოვებთ, რომ  მომავალშიც კიდევ მრავალჯერ ასახელებენ ჩვენი სპორტსმენები დმანისის რაიონს.

 

 

 

 

ვრცლად
2019-02-03

დმანისის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს 16 იანვარს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის ნაცვლად ახალი სახურავის მოწყობის სამუშაოები.

ვრცლად
2019-02-02

დმანისის მუნიციპალიტეტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ განჯის დელეგაცია სკოლის მოსწავლეების, მერიისა და განათლების განყოფილების წარმომადგენლების შემადგენლობით ესტუმრა.

ტურის ფარგლებში დმანისში კულინარიული მასტერკლასი ჩატარდა. მასტერკლასის დაწყებამდე დმანისის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დროსაც განსაკუთრებული აქცენტი დმანისის მუზეუმ- ნაკრძალის შესახებ გაკეთდა.

აზერბაიჯანის დელეგაციამ დმანისის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან მიიღო ინფორმაცია ტურიზმის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

სტუმრებმა კულინარიული მასტერკლასის დროს მოინახულეს ქართული და აზერბაიჯანული ოჯახები. დააგემოვნეს ჩაი. მონაწილეობა მიიღეს ქართული პურის, ხაჭაპურის, კუბდარის და ხინკლის მომზადებაში.

ტური დასრულდა "ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში" გამართული კონცერტით.

ვრცლად
2019-02-01

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლების: გომარეთის, კაკლიანის, მამულოსა და ქცის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.

მოსახლეობის მიერ სოფელ გომარეთში ინიცირებული პროექტია არსებული ხიდის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების გაწმენდა, გარე განათების სისტემის მოწყობა ხუთ წერტილზე. სოფელი პატარა გომარეთის წყაროს მოპირკეთება.

სოფელ მამულოში არსებული წყაროს წყლის ხაზის რეაბილიტაცია, სანიაღვრე მილის მოწყობა და სატავე ნაგებობის რეაბილიტაცია, ასევე საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა.

სოფელ ქციაში მისასვლელი გზის ნაწილობრივ შეკეთება ბეტონის საფარით, სასმელი წყლის ცენტრალური ხაზის რეაბილიტაცია, ხანძარსაწინააღმდეგო წერტილების მოწყობა. სოფელ კაკლიანში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

ვრცლად
2019-01-31

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის ფეხბურთის წრის აღსაზრდელებს სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი გადასცა. აღსანიშნავია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა ომარ მუმლაძის სახელობის სპორტულ სკოლას გადასცა 4000 ლარი, რის შემდეგაც მოხდა საჭირო სპორტული ინვენტარის შეძენა.  დმანისის მუნიციპალიტეტის მერი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მადლობას უხდის ფინანსური მხარდაჭერისთვის.

ვრცლად
2019-01-31

31 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფელ ირგანჩაიში მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.

მოსახლეობის მიერ ინიცირებულია სამი პროექტი,  გარე განთების მოწყობა, ერთ-ერთ უბანზე სასმელი წყლის ქსელის მოწყობა, (ქსელის მოწყობის შემდგომ წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება 30 ოჯახი) სოფლის ტერიტორიაზე გადასასვლელი ხიდების მოწყობა. პრიორიტეტს წარმოადგეს გარე განათების მოწყობა. 

პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა - სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებსა და სკვერების მოწყობა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე

ვრცლად
2019-01-30

მიმდინარე წლის 30 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფელ მამიშლოსა და საფარლოში კონსულტაცია, ხოლო სოფელ ანგრევანში საერთო კრება გაიმართა.

ადგილზე იმყოფებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი თემური ზურაბიშვილი.

შეხვედრაზე განიხილეს მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტები, კერძოდ:სოფელ მამიშლოში საფეხბურთო სტადიონისა და გარე განათების მოწყობა, ხოლო სოფ:საფარლოსა და სოფ: ანგრევანში პრიორიტეტად გარე განათების მოწყობა დასახელდა.

ვრცლად
2019-01-29

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

დადგენილება: დმანისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის N53 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმისა და 2019 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №50 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ქონების ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისათვის’’ უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

ვრცლად
2019-01-28

მიმდინარე წლის 28 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლების (ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, ვაკე, დალარი, მთისძირი) მოსახლეობასთან საერთო კრება გაიმართა.

შეხვდრაზე განიხილეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლობის მიერ ინიცირებული პროექტები, კერძოდ ზემო ოროზმანი-გარე განათების მოწყობა ქვემო ოროზმანი - გარე განათების მოწყობა ვაკე-სოფლის შიდა ტერიტორიაზე სანიაღვრე არხის მოწყობა, სოფლის შიდა გზის მოხრეშვა. დალარი-გარე განათების მოწყობა სოფლის შიდა გზის მოხრეშვა. მთისძირი-არსებული საფეხბურთო მინი-სტადიონის რეაბილიტაცია

გარე განათების მოწყობა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

ვრცლად
2019-01-25

დიაბეტის მართვის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მერიის ქალთა ოთახში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე წითელი ჯვრის საზოგადოებამ, წითელი ჯვრის დმანისის წარმომადგენელს სისხლში შაქრის დონის გასაზომად საჭირო ინვენტარი - გლუკომეტრები, ნემსები, ჩხირები გადასცა.

აღნიშნული ინვენტარი შემდგომში დმანისის წითელი ჯვრის წარმომადგენლის საშუალებით ადგილობრივ ექიმებს გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ფინანსდება დიაბეტის მსოფლიო ფონდის მიერ.

ვრცლად
2019-01-25

მიმდინარე წლის 25 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლების ( საჯა, ბაღჩალარი, ორმაშენი ) მოსახლეობასთან საერთო კრება გაიმართა. შეხვდრაზე განიხილეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლობის მიერ ინიცირებული პროექტები, კერძოდ: საჯა- სასმელი წყლის ხაზისა და სოფლებში არსებული პირუტყვის საწყურებლის რეაბილიტაცია,
სასაფლაოს შემოღობვა. ბაღჩალარი -  წყლის სათავე-შემკრების მოწყობა და დაერთება არსებულ ავზზე.სოფლის შესასვლელი მეორეხარისხოვანი გზის მოხრეშვა. ორმაშენი - სასმელი წყლის ავზის მოწყობა, გარე განათების მოწყობა, საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

ვრცლად
2019-01-25

ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის" დაქვემდებარებაში შემავალი ყველა საბავშვო ბაღისათვის შეძენილი იქნა ახალი ინვენტარი, რომელიც ლეიბებს, თანამედროვე სტანდარტის საწოლებს, ასევე, ფარდებს, ხალიჩებს, საგანმანათლებლო წიგნებს,  ჭურჭელს, საკანცელარიო და თვალსაჩინო ნივთებს მოიცავს. 

ინვენტარის გადაცემის პროცესს საბავშვო ბაღების ფილიალში ,დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის"  ხელმძღვანელი ნინო ოქრიაშვილი პირადად დაესწრო.ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინვენტარის შესაძენად 30 147 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ პროცესი გაგრძელდება და ბაღები სრულად აღიჭურვება ახალი თანამედროვე ინვენტარით.

ვრცლად
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები