დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლებში საპირფარეშოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარე პროცესს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი მონიტორინგის ფარგლებში გაეცნო.
პროექტი, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საპირფარეშოების მოწყობას, რომელიც ადაბტირებული იქნება შ.შ.მ პირებზე.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ამამლოს, ტყისპირისა და ირგანჩაის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
საუბარი ასევე სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.
მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, ქ.დმანისში ფრენბურთის მუნიციპალური ტურნირი გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულია ქ.დმანისის ახალგაზრდული გუნდი „შევარდენი“. გამარჯვებულ გუნდს მუნიციპალიტეტის სახელით ტურნირისთვის დაწესებული თასი გადასცა საკრებულოს დეპუტატმა ლექსო დაუთაშვილმა. ტურნირის მიმდინარეობისას გამოითქვა სურვილი გამორჩეული მოთამაშეებისგან შედგეს მუნიციპალური ფრენბურთის გუნდი და ორგანიზებულ იქნას რეგიონული ტურნირი.
26 აგვისტოს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, მოადგილეებთან, მუნიციპალიტეტის მერებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
1. დადგენილება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მიმდინარე წლის 21 - 22 აგვისტოს ააიპ ,,დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში" ,,ჯანმრთელობის კვლევის კავშირმა“ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ტრეინინგები ჩაატარა
ქვემო ქართლის რეგიონში სამთავრობო გუნდის წევრები, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ, ადგილობრივების საჭიროებებს ისმენენ და არსებული საკითხების მოგვარების გზებზე ერთობლივად მსჯელობენ.
შეხვედრების ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა დმანისის, დიდი დმანისის, ვარდისუბნისა და ბოსლების მოსახლეობას შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და სოფლების მიხედვით, 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს.
დღესვე, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სამხარეო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, პატარა დმანისის მცხოვრებლებს სოფელში გაზიფიცირების პროცესის დასრულება მიულოცეს და მაღრაძეების ოჯახში, გაზი სიმბოლურად აანთეს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას ამ დრომდე ბუნებრივი აირი არასოდეს ქონია. ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით პატარა დმანისში, ამ ეტაპზე, 60-მდე ოჯახი გაზიფიცირდა.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა წყალმომარაგების გაუმჯობესაა. ორმოცწყარო-მაშავერას პროექტირების დასრულებისა და სამუშაოების განხორციელების შემდეგ, გადაიჭრება 40 წლიანი პრობლემა. მუნიციპალიტეტის 19 სოფელი და ქალაქი დმანისი კი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გომარეთში მიმდინარე სპორტული მოედნის და სკვერის მოწყობის სამუშაოები პირადად დაათვალიერა.
თანამედროვე სტანდარტების სკვერი უზრუნველყოფილი იქნება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. მოეწყობა საბავშვო-გასართობი მოედანი, დამონტაჟდება ატრაქციონები, ფიტნეს ზონა და სავალი ბილიკები. პარკში ასევე განთავსდება დასასვენებელი სივრცეები, როგორც ახალგაზრდებისთის ასევე უფროსი თაობისთვის.
პროექტის ღირებულება შეადგენს 430446 ლარს, დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტი.
„ჩვენი მიზანია, დმანისის მუნიციპალიტეტში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული, კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი იყოს. სასიხარულოა, რომ მერიის ინიციატივით, სოფელ გომარეთში მოეწყობა თანამედროვე დასავენებელი სკვერი, რომელიც მოსახლეობას მისცემს საშუალებას თავისუფალი დრო გაატაროს კომფორტულ სივრცეში. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისთვის თითოეული მოქალაქისა და კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ - განაცხადა დამანისის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა
მიმდინარე წლის 21 აგვისტოს სოფელ კარაბულახში ეთნიკური უმცირესობების სოციალურ პროგრამებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა თემებზე - ,,შრომითი უფლებები საქართველოში", ,,ერთად შევქმნათ უსაფრთხო გარემო" და ისაუბრეს სახელმწიფოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ იმ წარმატებულ პროექტებზე, რომლებმაც მოსახლეობის სოცილაური ფონის ამაღლებას და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯომესებას შეუწყო ხელი. დამსწრე საზოგადოებას ასევე გადაეცათ ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული ბროშურები.
დმანისის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლაში ზამთრისთვის გათბობის სისტემით უზრუნველყოფა უახლოს მომავალში დაიწყება.
მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა შპს „katharinenfeld“- ს შორის გამოფრმა ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დმანისის
მუნიციპალიტეტის ქ.დმანისის N3 საჯარო სკოლის ცენტრალური გათბობის სისტემის
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის ღირებულება შეადგენს 107 837,65 ლარს.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, შესრულებული სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და შესრულების ვადების დაცვის კონტროლს განახორციელებს შემსყიდველი და საზედამხედველო ორგანო (შპს „ოპტიმალ გრუპ +“).
დიდგორობის" სახალხო დღესასწაულს დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა
12 აგვისტოს, დიდგორის ველზე გამართულ "დიდგორობის" სახალხო დღესასწაულს დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
დღესასწაული მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მიულოცეს.
ღონისძიებას ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.
„დიდგორობა 2019“-ის ფარგლებში საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოლკლორულმა ანსამბლა "შგარიდამ".
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცეები მუნიციპალიტეტებისათვის, სადაც წარმოდგენილი იქნა ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები.
მიმდინარე წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლიდან
898-ე წელი აღინიშნა. აღსანიშნავია, რომ "დიდგორობის" დღესასწაულს დმანისის მუნიციპალიტეტის ყოველწლიურად უერთდება.
მთავრობის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს პარლამენტის წევრი, დმანისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად სოფლების: განთიადის, ჯავახისა და შინდლარის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლის განვითარებისთვის პრიორიტეტული საჭიროებები გააცნეს და მათგან დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა თითოეულ კითხვას ამომწურავად უპასუხეს.
ადგილობრივებს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, არსებული სიახლეები, მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილმა გააცნო, რომელმაც სახელმწიფო პროგრამებში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვლა ყურადღება და ამ მიმართულებით წარმატებული მაგალითების შესახებ ისაუბრა.
საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და საგანმანათლებლო სივრცეების განახლების საკითხს.
მიმდინარე წელს, დმანისის მუნიციპალიტეტში, 19 376 676 ლარის ღირებულების 118 პროექტის შესრულებაა დაგეგმილი.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ადგილზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლების შენობების რემონტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სამუშაოებია გათვალისწინებული.
დმანისის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
სახელმწიფო დროშები დაეშვა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის თავზე.
რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 408 ადამიანი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 1700-ზე მეტი ადამიანი. 130 000 მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დახმარებითა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით იწყებს პროექტის " მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მისაღწევად დეგრადირებული საძოვრების აღდგენა და მდგრადი მართვა" მოსამზადებელ ეტაპს.
პროექტი ეხება საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას საქართველოში. აღნიშნული პროეტის ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტს წარმოადგენს დმანისის მუნიციპალიტეტი.
შეხვედრა გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე შერჩეული იქნა დმანისის მუნიციპალიტეტში პროეტის განხორციელების საპილოტე ტერიტორია.
შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი თემური ზურაბიშვილი, მერიის ქონებისა და მართვის განყოფილების ხელმძღვანელი ნატო სამადაშვილი, საქ-ოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დმანისის საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარი ციხელაშვილი, ასევე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და პროექტის კონსულტანტები.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მიმდინარე წლის 31 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" წარმომადგენლებმა, საინფორმაციო სახსიათის შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას წარუძღვნენ მოწვეული ექსპერტი თენგიზ ფხალაძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილი.
აღნიშნული შეხვედრა განხორციელდა "დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში" პროექტის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულების გაზრდას და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია " პირველი ევროპელის" მოხალისე ახალგაზრდები.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი განიხილეს.
1 . დადგენილება:,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელი: თ. ტატულაშვილი.
2 . განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საწვავის ხარჯის ყოველთვიური ლიმიტის განსაზღვრის შესახებ მომხსენებელი: ს. ასლამაზაშვილი.
3 განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმისა და 2019 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №50 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მომხსენებელი: ლ. მანთაშაშვილი.
4 . განკარგულება: ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დმანისის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ’’დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №13 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხსენებელი: ლ. მანთაშაშვილი.
5 . განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების 2019 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 07 მარტის №14 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელი: გ. ციხელაშვილი.
6 . განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უძრავი ქონების ( სასოფლო-სამეურნეო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობით სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მომხსენებელი: გ. ციხელაშვილი.
7 . განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უძრავი ქონების ( სასოფლო-სამეურნეო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ მომხსენებელი: გ. ციხელაშვილი.
8 . განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ქონების ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურისათვის ’’ უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მომხსენებელი: გ. ციხელაშვილი.
9 . განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შპს ,,მაგთიკომისათვის’’ ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის’’ შენობის სახურავზე ფართის იჯარით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მომხსენებელი: გ. ციხელაშვილი.
10 . განკარგულება: „დმანისის მუნიციპალიტეტში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის” მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე მომხსენებელი: კ. პეტრიაშვილი.
დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.
დაიწყო დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსში, 334 მეტრიანი შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის მიხედვით, ქუჩაზე ორფენიანი ასფალტის საფარი და გზის ორივე მხარეს ბეტონის სანიაღვრე კიუვეტები მოეწყობა.
სამუშაოების მიმდინარეობა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან მანთაშაშვილმა ადგილზე პირადად დაათვალიერეს.
სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით 303 780 ლარს შეადგენს, სამუშაოებს "შპს ტექნომშენ" ჯგუფი ახორციელებს.
გიორგი ტატუაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეული განხორციელებული პროექტი მოსახლეობის ინტერესებზე მაქსიმალურად იყოს მორგებული და ბევრად აუმჯობესებდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების პირობებს. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა კომფორტული და უსაფრთხო გზით ისარგებლებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 28 შბ 2026
521
თებ 24 სამ 2026
1021
თებ 14 შბ 2026
1067

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















