დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2019-04-24
ა(აიპ) ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლისა და ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 24 - 25 აპრილს ქალაქ დმანისში იმართება დამსახურებული მწვრთნელის-პედაგოგის, სპორტის ოსტატის ძიუდოსა და სამბოში, კორნელი გირგვლიანის ხსოვნის მეორე საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში ჭაბუკთა შორის.სპორტული ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკატერინე ორქიაშვილმა გახსნა და სიტყვა გადასცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ტატუაშვილს.გიორგი ტატუაშვილმა სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა, გაიხსენა სპორტის ოსტატის კორნელი გირგვლიანის ღვაწლი და ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რის შემდეგაც დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო კორნელი გირგვლიანის ხსოვნას.ტურნირს ესწრებიან საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს თანამშრომლები, კორნელი გირგვლიანის ოჯახის წევრები და ნათესავები, ასევე ტურნირით დაინტერესებული საზოგადოება.
ტურნირი დასრულდება მიმდინარე წლის 25 აპრილს, დასასრულს სპორტულ სახეობებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. პრიზიორებს შესაბამისი მედლები, თასები და მადლობის სიგელები გადაეცემათ.
ვრცლად
2019-04-23

მიმდინარე წლის 23 აპრილს, ა(ა)იპ დმანისის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო სამსახურის, სოფელ განთიადის ბიბლიოთეკაში წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საბიბლიოთეკო სამსახურის თანამშრომლები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს ა(ა)იპ დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურის ხელმძღვანელმა სოფელ განთიადის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა წიგნები.

ვრცლად
2019-04-21

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს „მოურავი“ „მთის ძირი“ „იმედი“ და „ბოსლები“ სასოფლო სამეურეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ტატუაშვილთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტში კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდნენ და ტექნიკა გადასცეს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის. 
კოოპერატივებს, რომლებშიც გაწევრიანებულია 100-მდე მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი 900-ზე მეტს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2000 ჰა-მდე სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდას და მიგრაციული პროცესების შეჩერებას. სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.

ვრცლად
2019-04-18

გიორგი ტატუაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

მიმდინარე წლის 18 აპრილს,  დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიის თანამშრომლებთან და საკრებლოს დეპუტატებთან ერთად  სოფელ ქვემო ოროზმანის, ზემო ოროზმანისა და მთისძირის მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სოფლის მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევა.

მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას  გააცნო მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური პროგრამები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები ასევე  მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

აღსანიშნავია, რომ შეხვდრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება და მოიცავს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს.

ვრცლად
2019-04-17

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მეგი ედიბერიძე, თანამშრომლებთან, მერის მოადგილესთან ზაქარია დაუთაშვილთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსთან თემური ზურაბიშვილთან და მერის წარმომადგენელთან ნოდარ ადუაშვილთან ერთად სოფელ გუგუთში იმყოფებოდნენ.

შეხვედრის მსვლელობისას სოფლის მოსახლეობას გააცნეს ადგილობრივი და სახელმწიფო სოციალური პროგრამები, ადგილზე მოისმინეს ის პრობლემები და საჭიროებები, რომელიც სოფლის მოსახლეობას აწუხებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სოფელ გუგუთში დაგეგმილია ამბულატორიის მშენებლობა, რაც მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომს გახდის დროულად ისარგებლონ პირველადი სამედიცინო მომსახურებით. 

მეტი ხელმისაწვდომობისათვის სოცილაური პროგრამები თვალსაჩინო ადგილზე იქნა გამოკრული.

ვრცლად
2019-04-16
მიმდინარე წლის 16 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ - ის ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლების და პოეტების მობილური ჯგუფი დმანისის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლას ესტუმრა.
ჯგუფის შემადგენლობაში არიან: სოსო მეშველიანი - პოეტი, ალეკო შუღლაძე - პროზაიკოსი, რობერტ მესხი - პოეტი, მთარგმნელი, დათა ბადალაშვილი - პროზაიკოსი, ნათია როსტიაშვილი - პროზაიკოსი, პოეტი, ნიკა ჩერქეზიშვილი - პოეტი ადმინისტრატორი - მარიამ წიკლაური - პოეტი, მთარგმნელი, ოპერატორი - ლევან მაჭარაშვილი.
პროექტი „ცოცხალი წიგნი“, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორცილდება და თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში წიგნების ავტორები თავად დადიან საქართველოს სხვადსხვა რეგიონში, პირადად უკითხავენ საკუთარ ნაწარმოებებს მკითხველებს. ეწყობა პოეზიის საღამოები და იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.
მესამე საჯარო სკოლაში მკითხველთა და შემოქმედთა შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა.
ვრცლად
2019-04-15

მიმდინარე წლის 13 აპრილს, ქალაქ რუსთავში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა რეგიონული პირველობა ფრენბურთში. "სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019" - ის რეგიონულ პირველობაზე დმანისის მუნიციპალიტეტის გუნდებმა (ქ.დმანისის N1 საჯარო სკოლის გუნდი ვაჟებში და სოფ.იაღუფლოს საჯარო სკოლის გუნდი გოგონებში) დაიკავეს მესამე ადგილი.

ვრცლად
2019-04-15

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი და არსებული გამოწვევბი განიხილეს.

აღინიშნა, რომ აუცილებელია კომპლექსური სამუშაოების ჩატარება, რათა მოხდეს ხარისხობრივი პრობლემების მოგვარება და ტურისტული სეგმენტის განვითარება. საუბარი შეხებოდა ტურიზმის სხვადასხვა სახეობას, მათ შორის ექსტრემალური ტურიზმის განვითარების კუთხით გასატარებელ ღონისძიებს. ქალაქ დმანისში, არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა - ვასილ დაუთაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე - "ტურისტული პოტენციალის ხედვა". შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის თანამშრომლები, პროფესორი ჯუმბერ კოპალიანი, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“-ს წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი გიდი ბესიკ ჭალიძე.

ვრცლად
2019-04-14

4 აპრილი დედაენის დღეა.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

საქართელოს მასშტაბით მიმდინარე ღონისძიებებს შეუერთდა დმანისის მუნიციპალიტეტი. ააიპ „ დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ფოიეში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა დროისა და დიზაინის გამოცემების დედაენის სახელმძღვანელოების გამოფენა, მონაწილეთა მიერ გაიმართა საგამოფენო სივრციდან ყველაზე ძველი დედაენის გადაწერა, სახელწოდებით ,,ჩვენ ვწერთ დედა ენას“.

დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან მოწოდებული აპლიკაციებით მოეწყო "დედაენის" კუთხეები.

ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ სტუდიების მიერ ჩატარდა მასტერკლასები ორიგინალური ასოების შესაქმნელად. 

გაიმართა კონკურსი კალიგრაფიაში სკოლებიდან მოწვეული ბავშვების მონაწილეობით, გამარჯვებული გამოვლინდა კომპეტენტური ჟიურის მიერ.

ქართლი ანბანისა და დედაენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მცირე ლექცია წაიკითხა პედაგოგმა, ნანა მიქიანმა.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა კონცერტი ააიპ "დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" ბავშვთა სტუდიების მონაწილეობით.

ვრცლად
2019-04-15

დმანისელი ფეხბურთელების მორიგი წარმატება.

დმანისის საფეხბურთო გუნდი "აისი" მონაწილეობს 2007-2008 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის საქართველოს ჩემპიონატში.

დმანისის გუნდმა "აისი" პირველი კალენდრული თამაში ჩაატარა სტუმრად თბილისის "ვარკლეთილი"-სთან და დაამარცხა ანგარიშით 6:1 .

შემდგომი თამაში 20 აპრილს გაიმართება, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან დმანისის "აისი" და თბილისის "იბერია".

ვრცლად
2019-04-12

მიმდინარე წლის 12 აპრილს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სამუშაო შეხვედრა გიმართა ააიპ დმანისის მუნიციპაიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ოქრიაშვილი საუბარი შეეხებოდა საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესის პროექტის განხილვას.

ვრცლად
2019-04-12

მიმდინარე წლის 12 აპრილს, სოფელ დიდი დმანისის ბიბლიოთეკაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გიამრთა, სახელწოდებით "მე მიყვარს ჩემი სახელმწიფო ენა" ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, ადგილობრივი მაცხოვრებლები და ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები. ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, განთლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ოქრიაშვილი, მერის მოადგლე არიფ სულეიმანოვი, საბიბლიოთეკო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობივი მაცხოვრებლები ესრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაგრძელდება მიმიდნარე წლის 18 აპრილამდე.

ვრცლად
2019-04-11

დმანისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

მიმდინარე წლის 11 აპრილს,  დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიის თანამშრომლებთან და საკრებლოს დეპუტატებთან ერთად სოფლების: მაშავერას, ტნუსის, შინდლარის, იაღუფლოსა და პანტიანის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სოფლის მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევა.

მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას  გააცნო მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური პროგრამები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.

აღსანიშნავია, რომ შეხვდრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება და მოიცავს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს.

ვრცლად
2019-04-12

დმანისელი ფეხბურთელების წარმატება

მიმდინარე წლის 11 აპრილს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში გაიმართა საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის წევრი, ეროვნული მოძრაობაში დაღუპული, გიორგი(გოჩა) გურულაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 24-ე ტრადიციული გარდაბნის მუნიციპალიტეტის  სპორტული ცენტრის ღია პირველობა ფეხბურთში, 2004-2005 წწ დაბადებულ სპორტსმენებს შორის.

ფინალში წარმატებითნ იასპარეზა დმანისის   „აისი“ და დაიკავა პირველი ადგილი. 

ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა დმანისის აისის მეკარე, აფრასიძდე ნიკა, რომლსაც  ორგანიზატორებისგან გადაეცა თასი და სიგელი.

ფეხბურთელები დაჯილდოვნენ გადამავალი თასით, მედლებითა და სიგელებით

ვრცლად
2019-04-11

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება შედგა.

აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე წლის 22 მარტს გამოცხადდა კონკურსი ათი ვაკანტური თანამდებობისთვის.

კონკურსის შედეგები აპლიკანტებს კანონით დადგენილ ვადაში ეცნობებათ.

ვრცლად
2019-04-11
მიმდინარე წლის 10 აპრილს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში რეგისტრირებულმა მოქალაქემ გოჩა ნოდარის ძე კავლელაშვილმა მუნიციპალიტეტის მერს - გიორგი ტატუაშვილს პირადი განცხადებით მიმართა, იმის შესახებ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაეწვია შესაბამის სამსახურს. აღსანიშნავია, რომ გოჩა ნოდარის ძე კავლელაშვილი სარგებლობს "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 30 - ე მუხლის 1 პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურში გადავადების უფლებით. ზემოაღნიშნული კანონის მე -20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გამოთქვამს სურვილს ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო ვალდებულება. მინდა ვიმსახურო საქართველოსთვის" - განაცხადა გოჩა კავლელაშვილმა.
ვრცლად
2019-04-10

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიეტეტების მერებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურების წარმომადგენლებთან. 

შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი, ლევან მანთაშაშვილი ესწრებოდნენ.

რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა, მუნიციპალიტეტების მიხედვით, დეტალურად განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების დინამიკა და პროცესში გამოვლენის საჭიროებებზე იმსჯელეს. დაიგეგმა, კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებულ განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ვრცლად
2019-04-10

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მოადგილეებთან, მუნიციპალიეტეტების მერებთან და რესურსცენტრების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საგანმანათლებლო მედია-პროექტის ,,ეტალონის“, ავტორსა და წამყვანს, გოჩა ტყეშელაშვილს შეხვდა. 

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, ქვემო ქართლის მასშტაბით, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მზარდ სტატისტიკაზე ისაუბრა. შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ განათლების სფერო სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს და მისასალმებელია ყველა ინოვაციური წამოწყება რომელიც სფეროს, კიდევ უფრო მეტად განავითარებს. 

სამუშაო შეხვედრაზე, გოჩა ტყეშელაშვილმა, ახალი საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს შესახებ პრეზენტაცია გამართა და რეგიონში მათი საქმიანობის მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი და პრიორიტეტუილი მიმართულება არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის გამარტივებული მეთოდით სწავლებაა.

ვრცლად
2019-04-09
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, მერიის თანამშრომლებთან, საკრებულოს დეპუტატებთან, საჯარო სკოლის პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მოქალაქეებთან ერთად კულტურისა და დასვენების სკვერში არსებული საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა დიონისე გვიმრაძემ და მამა გიორგიმ 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. დაინთო სანთლები.1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 30 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
ვრცლად
2019-04-06

1896 წელს ათენში პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. სწორედ ამ ღონისძიების პატივსაცემად, 2013 წლის 23 აგვისტოს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, რომლის ინიციატორები ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსნები,გამორჩეული სპორტსმენები და კეთლი ნების ელჩები გახლდნენ.

ამ დღეს საქართველო მსოფლიოსთან ერთად „თეთრი ბარათის“ კამპანიით შეხვდა. 

სპორტის საერთაშორისო დღეს, სახელწოდებით - „საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა სხვადასხვა აქტივობებით: 

ჩატარდა მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განთლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის აწ გარდაცვლილი თანამშრომლის შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირი ჭადრაკში. მონაწილეობდა სხვადასხვა ასაკის 14 ჭადრაკის მოყვარული დმანისელი. პრიზიორებს საჩუქრები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, არიფ სულეიმანოვმა გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში, ააიპ “დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის“ ძიუდოს წრის პედაგოგებმა, იოსებ გირგვლიანმა, ოლეგ გოშუანმა და გიორგი რეზესიძემ თავიანთ აღსაზრდელებთან ჩაატარეს საჩვენებელი წვრთნები.

ვრცლად
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები