დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2015-06-02
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე ანთებული ოლიმპიური ცეცხლი 2 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენები დახვდნენ. პირველი ჩირაღდანი აანთო დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვეტერანმა სპორტსმენმა ლერი ბერუაშვილმა, ესტაფეტაში მონაწილეობდნენ ოლეგი გოშუანი, შუქრი ჩხეტიანი, დმანისელი წარმატებული სპორტსმენები: მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჭიდაობა სამბოში გიორგი რეზესიძე, ევროპის და მსოფლიოს მარავალგზის ჩემპიონი ძალისმიერ სპორტში შოთა კავლელაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი - რომელიც მონაწილეობას იღებს ახალგაზრდულ ოლიმპიადაში. ესტაფეტაში ასევე მონაწილეობდნენ ვასილ ასლანიშვილი, გიორგი ნამორაძე, ლერი ავალიშვილი, ირაკლი დევნოზაშვილი, ქ. დმანისის საჯარო სკოლების მოსწავლეები მარიამ ოქრიაშვილი, თორნიკე ჩხვიმიანი, თამთა ბერუაშვილი, დათუნა ფილფანი, სალომე ბერუაშვილი და სოფო თეთრაძე. სპორტსმენებმა ოლიმპიური ჩირაღდანი დმანისის შემოსასვლელიდან ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანეს, სადაც გაიმართა მცირე საზეიმო ღონისძიება ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. დამსწრე საზოგადოებას, მონაწილეებს მიესალმა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე, მიულოცა ისტორიული დღე, ბაგრატ ნინიაშვილს კი წარმატებები უსურვა. ოლიმპიური ჩირაღდანი 26 მაისს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აინთო. ცეცხლი საქართველოში პირველად ჩამოიტაანეს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ცეცხლს სულ 700- მდე მეჩირაღდნე ჩაიტანს. ოლიმპიურ ცეცხლს ბოლოს თბილისში ჩაიტანენ, სადაც ახალგაზრდული ოლიმპიადა დაიწყება. დედაქალაქს 49 ქვეყნის 3800 მონაწილე ესტუმრება, ისინი ძალებს სპორტის 9 სახეობაში მოსინჯავენ.
ვრცლად
2015-06-15
15 ივნისი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის წინ დროშები დაეშვა. დროშები დაშვებულია საქართველოს ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე.
ვრცლად
2015-06-18
13 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, დმანისში გამგებლის - გოგი ბარბაქაძის ინიციატივით საგანგებო შტაბი შეიქმნა. შტაბის წევრები საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი, გამგებლის მოადგილეები, სამსახურის უფროსები და ააიპი-ს ხელმძღვანელები არიან. მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსახლეობას მიმართავს სურვილის შემთხვევაში ჰიგიენური საშუალებებით, პირველადი მოხმარების ნივთებითა და საკვები პროდუქტებით დახმარება გაუწიონ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს. დახმარების მსურველები, გთხოვთ დაუკავშირდეთ დმანისის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახს“.
ვრცლად
2015-06-16
ყველას ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირებს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე: ეროვნულ ვალუტაში: მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი _ TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 300773271 (სხვა მიმდინარე ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გრანტების გარდა) ამერიკულ დოლარში და ევროში: 1. Intermediary: FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA (USD) SWIFT CODE: FRNYUS33 ACC: 021087992 GEORG Beneficiary’s bank: NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI SWIFT CODE: BNLNGE22 Beneficiary: MINISTRY OF FINANCE OF GEORGIA IBAN: GE65NB0331100001150207 2. Intermediary: DEUTSCHE BUNDESBANK, ZENTRALE FRANKFURT AM MAIN, DE (EUR) SWIFT CODE: MARKDEFF ACC: 5040040060 Beneficiary’s bank: NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI SWIFT CODE: BNLNGE22 Beneficiary: MINISTRY OF FINANCE OF GEORGIA IBAN: GE65NB0331100001150207
ვრცლად
2015-06-18
მიმდინარე წლის 21 ივნისს, ქ. დმანისში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში (წმ. ნინოს ქ №56.) გაიმართება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის შემდეგ სახეობებში: ძალისმიერ ორჭიდში, უსასრულო წოლჭიმში, უსასრულო ამოწევაში, არმლიფტინგში და ბიცეფსზე აწევაში - IPSU-ს ვერსიით. დასაწყისი - 11.სთ.30 წთ.
ვრცლად
2015-06-22
ძალისმიერი სპორტის სართაშორისო გაერთიანების (INTERNATIONAL POWER SPORTS UNION), დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, ლიბერთი ბანკის, დმანისის ფილიალის და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილის ფინანსური, მორალური და ორგანიზაციული მხარდაჭერით
ვრცლად
2015-06-22
მიმდინარე წლის 22 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტში ,,ასოციაცია მრავალეროვანი საქართველოს ქალები" - რომლის დონორი ორგანიზაციაც არის ,,ქალთა ფონდი" ჩაატარა ტრენინგი თემაზე: ქალთა რეპროდუქციული და სექსუალური უფლებების დაცვა; ქალთა და გოგონათა ხელმისაწვდომობის გაზრდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე (უსაფრთხო აბორტი, კონტრაცეპტივები, სექსუალური განათლება, სექსუალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა); შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შერეული ქალთა საზოგადოება: დასაქმებულები, დიასახლისები, ტრენინგს უძღვებოდა ექიმი თერაპევტი - ძიძია ღუდუშაური.
ვრცლად
2015-06-23
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო საჯარო მოხელეთა პროფესიული დონის ამაღლება, სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მიმოხილვა, საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით საჭიროებების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების შემუშავება.
ვრცლად
2015-06-23
მიმდინარე წლის 22 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისათვის თემის აქტიურ ლიდერებთან. ტრენინგს უძღვებოდნენ ნონა კვახაძე და რუსუდან კოვზირიძე. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია - არის საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ შექმნილი არასამეწარმეო არამომგებიანი იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულს. ორგანიზაციის მიზანია ეროვნულ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგინოს წევრი თვითმმართველი ერთეულების ინტერესები, ხელი შეუწყოს საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის დამკვიდრებას, საქართველოს სოფლების, თემების და ქალაქების გაძლიერებას. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ქართულ და უცხოურ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო დონორებთან. ასოციაცია არის ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს წევრი, ასევე ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაციის წევრი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია არის- არასამთავრობო ორგანიზაციათა ევროპული ქსელი რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაზე და მოქალაქეთა მონაწიეობის გაზრდაზე ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს ქსელი აერთიანებს 13 ორგანიზაციას აღმოსავლეთ ევროპიდან, იგი აქტიურად თანამშრომლობს ევროკომისიასთან, ევროპის საბჭოსთან და ევროპის რეგიონთა კომიტეტთან. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველო ა.დ.გ. დემოკრატიის სააგენტოს ასოციაციის წევრი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა. იგი დაფუძნებულია ქალაქების ქუთაისის, თბილისი, ასევე სტრასბურგი (საფრანგეთი) და ნიუპორტი (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობის შედეგად. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო- საქართველო აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან საქართველოში უკეთესი მმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის.
ვრცლად
2015-06-24

2015 წელს გამართულ ქვემო ქართლის ჩემპიონატში 2002-2003 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდა 10 გუნდი, მიმდინარე წლის მარტსა და ივნისის თვეში დმანისის სპორტული სკოლის გუნდი გავიდა ფლეი-ოფში, ხოლო ფინალი ჩატარდა დმანისის ცენტრალურ სტადიონზე სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დმანისის ,,აისი" და კაზრეთის ,,მადნეული", საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლის ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ ერთით-ერთი. თამაშის ბედი გადაწყვიტა პენალტებმა, სადაც უფრო ზუსტები აღმოჩნდნენ დმანისელები და ღირსეულად მოიპოვეს მესამე ადგილი ქვემო ქართლის ჩემპიონატზე.

ვრცლად
2015-07-04
მიმდინარე წლის 3 ივლისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობა ძიუდოში ჭაბუკთა შორის, სადაც ევროპის 48 ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოც. 66 კგ. წონით კატეგორიაში საქართველო წარმოადგინა ბაგრატ ნინიაშვილმა. რომელმაც მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ,,ეს დმანისის სპორტის ისტორიაში პირველი ოფიციალური მედალია ოლიმპიურ სახეობათა შორის. ბაგრატ ნინიაშვილი 5 ივლისს გუნდურ ასპარეზობაშიც მიიღებს მონაწილეობას" ისაუბრა ბაგრატ ნინიაშვილის პირადმა მწვრთნელმა ბესიკ მუმლაძემ.
ვრცლად
2015-07-06
მიმდინარე წლის 6 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ქალთა უფლებების დაცვის მექანიზმი“, რომელიც განხორციელდა ,,ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისთვის“ პროგრამის სკოლისა და განათლების კომპონენტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერით ა.შ.შ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ტრენინგს ესწრებოდა ქალთა შერეული საზოგადოება (დიასახლისები, დასაქმებულები, პედაგოგები). ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები და საჩუქრად სახელმძღვანელო: „სამართლებრივი გზამმკვლევი ქალებისთვის“, ტრენინგს უძღვებოდა აკაკი ხუსკივაძე ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე პროექტების ავტორი დასავლეთ საქართველოში, აგრეთვე ჟურნალი „ქალის სურნელი“ დამფუძნებელი და რედაქტორი, რომელიც ამჟამად მოღვაწეობს ორგანიზაცია ტრენინგ ცენტრში სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელად.
ვრცლად
2015-07-14

10 ივლისიდან ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარკში ყოველ დღე 20 საათიდან 22 საათამდე იმართება შემეცნებითი გასართობი საღამოები.საღამოებში გამოყენებულია იუმორი, სატირა, დიდი ნაწილი ეთმობა მუსიკას და მუსიკის მოყვარულებს, გარკვეული დრო გამოყენებულია შემეცნებითი ხასიათის საუბრებისათვის. ,,შედგება შეხვედრები ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან. მოეწყობა პოეზიის საღამოები. ჭადრაკის მოყვარულებს შევთავაზებთ ჭადრაკის თამაშს (მოყვარულებთან შეთანხმებული გრაფიკით), საღამოებში აქტიურად ჩართულ და დამსწრე აუდიტორიასთან ერთად ვიზრუნებთ პარკის და ზოგადად მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებაზე, საამისოდ პერიოდულად მოვაწყობთ დასუფთავების აქციებს. ყოველდღე ცეკვის მოყვარულებს მიეცემათ შესაძლებლობა სასურველი ჟანრის ცეკვების შესრულებისა. გაიმართება დისკოთეკები. ასევე 10 ივლისიდან ფუნქციონირება დაიწყო რადიომ ,,დოქი“. ისაუბრა: ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა - ეკატერინე ოქრიაშვილმა. საღამოებს კოორდინირებას გაუწევს სამხატვრო ხელმძღვანელი ზოია ბერუაშვილი. ტექნიკური უზრუნველყოფა: ვასილ დაუთაშვილი. წამყვანები: 1.სალომე კოდელაშვილი (ახალგაზრდული საკრებულოდან). 2.გიორგი ჯაგიევი. 3.ვანო ანდიაშვილი.

ვრცლად
2015-07-14
მიმდინარე წლის 13 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ჩატარდა ACF international ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში სადემონსტრაციო დღე, რომელიც ჩატარდა ფერმერ გიორგი ციხელაშვილის 0,5 ჰა მიწის ფართობზე. პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე ჯიშის ჟოლოსა და უეკლო მაყვალის სანერგე მეურნეობა, თანამედროვე მორწყვის სისტემის და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. სადემონსტრაციო დღის მოწყობის მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული ფერმერებისთვის ახალი საირიგაციო ტექნოლოგიების შესახებ ინფორმირება, თანამედროვე კენკროვანი კულტურების მაღალმოსავლიანობის და მათი მოვლა-მოყვანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სადემონსტრაციო დღეს ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ზაზა გოშუანი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის სამმართველოს და დმანისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარები და ადგილობრივი ფერმერები. ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მონაწილეთა შორის და რამდენიმე ფერმერის მხრიდან გაჩნდა მსგავსი ტიპის ნაკვეთის მოწყობის იდეაც, ვინაიდან რეალურად შეაფასეს მაღალმოსავლიანი თანამედროვე კენკროვან კულტურაზე მოთხოვნა და პერსპექტივები.
ვრცლად
2015-07-17
ჰორიზონტის გაფართოება: ,,გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის“ - პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,MercyCorps”- თანპარტნიორობით. პროგრამა შედგება სამი ძირითადი კომპონენტისაგან: 1.,,ქალთა ოთახი“ - ახალი მუნიციპალური სერვისი, რომელიც ქალებს გაუმარტივებს ინფორმაციასა და სხვადასხვა სერვისზე წვდომას და ხელს შეუწყობს გენდერული ცნობიერების ამაღლებას. 2.განათლების, კარიერისა და შესაძლებლობების ფონდი - ხელს შეუწყობს ქალებისა და გოგონების კარიერისა და განათლების შესაძლებლობების გაზრდას. 3.განათლება და სკოლები- შერჩეული პედაგოგებისთვის ჩატარდება სპეციალური ტრენინგები გენდერული თანასწორობისა და გოგონათა გაძლიერების პროგრამით. კომპონენტი ხელს შეუწყობს სკოლებში თემატური გაკვეთილების, ფაკულტატური მეცადინეობების, ინტერაქტიული სავარჯიშოებისა და როლური თამაშების ორგანიზებას. მოხდება მშობლების აქტიურად ჩართვა ბავშვების მიერ მომზადებულ მცირე პროექტებში, დისკუსიებში, ფილმების პრეზენტაციებში და ა.შ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის 17 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,სახელმწიფო მოწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მოქალაქეთა მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში" . ტრენინგს უძღვებოდა რევაზ ეგაძე, ანალოგიური ტრენინგები ჩატარდა ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, განსახილველი საკითხები მოიცავდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მოწყობას და მათი უფლებამოსილებების განსაზღვრას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას და კომპეტენციებს და მოქალაქეთა ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. ტრენინგს ესწრებოდნენ პედაგოგები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები.
ვრცლად
2015-07-18
მიმდინარე წლის 18 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადისა და სოფელ ბოსლების მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნამოსახლარები და სამაროვნები დაათვალიერა. სადაც ასევე იმყოფებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია. სტუმრებს ადგილზე დახვდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. სამაროვნებს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ, სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოებისას მიაკვლიეს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ობიექტის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ნამოსახლარები და სამაროვნები გვიან ანტიკური პერიოდის და ადრე შუა საუკუნეებისაა. მათგან აღსანიშნავია მდინარე მაშავერას მარცხენა ნაპირზე, ადგილ ყანჩაანთ სოფელში აღმოჩენილი ორი სამაროვანი, სადაც იმ დროისათვის შეძლებული ადამიანები იყვნენ დაკრძალულნი. ორმოსამარხებში ჩატანებული აღმოჩნდა: სხვადასხვა ფერისა და ფორმის მინის სანელსაცხებლები, ბრინჯაოს ზარაკები, ირმის ქანდაკებები, საკიდები, ბეჭდები, ოქროს საკიდი და საყურეები, ვერცხლის რომაული მონეტები, რკინის საბრძოლო იარაღები და თიხის ჭურჭელი. მოპოვებული მასალის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ დმანისის რეგიონში, იმ დროისათვის საკმაოდ განვითარებული და სოციალურად დაწინაურებული საზოგადოება ცხოვრობდა, რომელსაც მჭიდრო კულტურულ-ეკონომიკური კავშირები ჰქონდა, როგორც საქართველოს რეგიონებთან, ასევე რომთან და სირიასთან. აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები, სავარაუდოდ, ახალი წელთაღრიცხვის I-IV საუკუნეებით თარიღდება.
ვრცლად
2015-07-20
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულ დრამატულ თეატრში მიმდინარე წლის 21 ივლისს 18 საათზე გაიმართება სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ,,სისხლი".
ვრცლად
2015-07-22
მიმდინარე წლის 22 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ გამართა სამუშაო შეხვედრა სოფლის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში სხვადასხვა სამუშაოების შემსრულებელ მეწარმეებთან. გამგებელმა მოისმინა მათი პრობლემები და შეხედულებები სხვადასხვა საკითხებზე, ასევე მისცა მითითება კანონით განსაზღვრულ ვადებში განახორციელონ სამუშაოები რაც მთავარია მაღალი ხარისხით და კანონის სრული დაცვით.
ვრცლად
2015-07-22
21 ივლისს, დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართა. ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „სისხლის“გმირები სცენაზე რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ გააცოცხლა. მთავარი როლის შემსრულებელმა ზურაბ ცინცქილაძემ გურული იუმორით სავსე დუმბაძისეული ხასიათი მაყურებლამდე განსხვავებული რაკურსით, ტკივილითა და სევდანარევი ღიმილით მიიტანა. სპექტაკლს ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები. თეატრალური დასი სპექტაკლით „სისხლი“ მაყურებლის წინაშე 23 ივლისს ფოთში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე წარდგება.
ვრცლად
2015-07-23
მიმდინარე წლის 22 ივლისს დმანისში ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, დმანისის ახალგაზრდულმა საკრებულომ მოაწყო კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ბავშვების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. გამოფენას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მათ შეაფასეს ნამუშევრები და ბავშვებს მოუწონეს ინიციატივა.
ვრცლად
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები