დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2017-08-04

მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ სოფელ ირგანჩაიში გზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დმანისი-საფარლოს გზიდან სოფელ ირგანჩაიმდე მისასვლელი გზის მშენებლობა 2014 წელს რეგიონალური პროქეტით დაიწყო, რომელიც უახლოს დღეებში დასრულდება.

,,ეს გზა ერთადერთი დამაკავშირებელია სომხეთის საზღვართან მდებარე სოფელ ირგანჩაისთის დანარჩენ საქართველოსთან. ათეული წლები ძალიან გაძნელებული იყო მიმოსვლა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ადგილობრივ მკაცრ კლიმატს. 

ვრცლად
2017-08-03

ვენერა გირგვლიანი - საქართველოს უსინათლოთა კავშირის დმანისის ფილიალის თავმჯდომარე

 

- მადლობა იმ დიდი სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი იჩენს ჩვენს მიმართ. მე დარწმუნებული ვარ ასეთი ყურადღება, მატერიალური და სოციალური მხარდეჭერა არავის ექნება. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არაერთხელ გაგვიწია საწვავი შეშისთვის ფინანსური უზრუნველყოფა და აგრძელებს სხსვადასხვა სახის სოციალურ აქციებს.

ვრცლად
2017-08-01

მიმიდნარე წლის 30 ივლისს, ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა სამოყვარული ფეხბურთის მატჩები – ამამლოს (დმანისი) და ყულარი (მარნეული) საფეხბურთო გუნდებს შორის, ასევე მეორე შეხვედრა გაიმართა დმანისი (დმანისის) გუნდსა და მარნეული (მარნეულს) შორის.

სპორტულ ასპარეზობაში, გამარჯვება წილად ხვდა სამოყვარულო საფეხბურთო გუნდებს: სოფელ ,,ამამლო დმანისს" და ,,დმანისის დმანისს".

ვრცლად
2017-07-31

დმანისის მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით ოჯახის ექიმებთან და უბნის ექთნებთან ტრენინგი გაიმართა თემაზე: ,,აცრის შემდგომი გართულებები".

თემა განხილული იყო თითოეული აცრის და დროის მიხედვით, ასევე განიხილეს საქართველოში არსებული სტატისტიკა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული აცრებით მიღებული სურათი.

ვრცლად
2017-07-28

ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, დმანისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ქალაქ დმანისში ჩაატარა ნებაყოფლობითი ,,C"-ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სულ გამოკვლეული იქნა 77 ბენეფიციარი.

ვრცლად
2017-07-26

მიმდინარე წლის 26 ივლისს ტრადიციულად პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა სახალხო დღესასწაული „დმანისობა“- მეგობრობის, ტოლერანტობის დღე.

სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ მოადგილეებთან ერთად და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

ვრცლად
2017-07-26

მიმდინარე წლის 26 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ დმანისში ორი ახალი სკვერი გახსნეს.

პროექტის ფარგლებში სკვერებში მოეწყო სკამები, დეკორატიული ბაზალტის ბილიკები, საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, ,,სკეიტბორდის" მოედანი, სასმელი წყლის სოკო, ბასეინი საშხეფი ონკანებით, სავარჯიშო ტურნიკები.

ვრცლად
2017-07-26

გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღევანდელი დღე არის მეგობრობის, ტოლერანტობის დღე, რაც დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ტოლერანტობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, თუ ჩვენ გვჭირდება საზოგადოებაში დემოკრატია და განვითარება, დმანისის მუნიციპალიტეტი არის მეგობრული მუნიციპალიტეტი და ყველას გავუწვდით მეგობრულ ხელს ვინც ისურვებს ჩვენთან მეგობრობას.

ვრცლად
2017-07-25

მიმდინარე წლის 25 ივლისს ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის უფროსი ეზეკი ინწკირველი - ჩხეიძე ზამთრის სეზონისათვის გამოყოფილი ტყეკაფების ადგილმდებარეობისა და არსებული რესურსის რაოდენობის დადგენის მიზნით დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეგტის სატყეო უბნის უფროსი დავით ციხელაშვილი.

ვრცლად
2017-07-25

მიმდინარე წლის 25 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფლების: განახლების, ზემო კარაბულახის და ახალი გოდაგდაგის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ვრცლად
2017-07-24
ააიპ ,,დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის" კლუბი „არწივი“- ს აღსაზრდელებმა 22-23 ივლისს ქალაქ თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირში სახელწოდებით ,,თავანის ორთაბრძოლა" მიიღეს მონაწილეობა.
პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა ლაშა მუსხელიშვილმა და რავილ აბდურახმანოვმა, მეორე ადგილი მოიპოვა რატი ოგნაძემ.
ვრცლად
2017-07-21

მიმდინარე წლის 23 ივლისს იწყება ,,მოყვარულთა თასი 2017“ რეგიონალური ეტაპი.

პირველი თამაში გაიმართება დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სტადიონზე 11:00 საათზე.

ქალაქ დმანისის გუნდი ,,ბავარია“ შეხვდება სოფელ ამამლოს გუნდს ,,ამამლოს“.

ვრცლად
2017-07-21

26 ივლისს 12:00 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სახალხო დღესასწაული ,,დმანისობა“ - მეგობრობის, ტოლერანტობის დღე.

ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ  დმანისის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ შემოქმედებითი კოლექტივები და ბავშვთა სტუდიები.

ვრცლად
2017-07-19

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა და ადგილობრივი ხელისიფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის გაძლიერების შესახებ იმსჯელა.

ვრცლად
2017-07-19

19 ივლისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, დმანისის მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის დარგში, ლატვიელების მიერ განხორციელებულ ინვესტიციას გაეცნო.

გუბერნატორთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, მიხეილ ღურწკაია, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

ვრცლად
2017-07-19

მიმდინარე წლის 19 ივლისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, გუბერნატორის მოადგილემ ალექსანდრე მეტრეველმა და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და 2018 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ იმსჯელეს.

ვრცლად
2017-07-17

მიმდინარე წლის 17 ივლისს კომპანია ,,RMG'' - იმ გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაცია სასტუმრო ,,Rooms" -ში 12:00 საათზე დაიწყო, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ქვემო ქართლის გუბერნატორი, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2017-07-15

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ასაშენებლად მუნიციპალიტეტი საჭირო თანხას მთავრობისგან მიიღებს.

ვრცლად
2017-07-12

მიმდინარე წლის 12 ილისს დმანისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.

მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერაში იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.

ვრცლად
2017-07-11

მიმდინარე წლის 11 ივლისს ,,ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის" დმანისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი ,,ჭური”.

სცენაზე გაცოცხლდა საქართველოს წარსული და აწმყო, ჩვენი ერის მდიდარი ხალხური პოეტური ნიმუშები.

ვრცლად
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1806
ივნ 24 ოთხ 2026
1805