აღნიშნული აქტივობა განხორციელდა ,,С'' ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით.
2 ოქტომბერს ააიპ დმანისის სათნოების სახლში მოხუცთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
მოხუცებს ტრადიციად ქცეული დღე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ მიულოცა.
კონცერტის შემდეგ ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და თვით ააიპ დმანისის სათნოების სახლისაგან მოხუცებს ტკბილეული და სურსათი გადაეცათ.
24 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში გაიმართა საქართველოს პირველობა „კიკ - ბოქსინგში“. აღნიშნულ ტურნირში დმანისის სახელით მონაწილეობა მიიღო გუნდმა “GOLDEN-GLOVE”(მწვრთნელი ტუჯარ ალიევი). მათ გუნდური პირველობა დაიკავეს და ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ ჭაბუკ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და მორიგი წარმატებები უსურვა.
16 სექტემბერს რუსთავში ,,რუსთავქალაქობის” სადღესასწაულო ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა და კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში საკუთარი კუთხე წარმოადგინა.
წარმოდგენილი იყო ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ ნამუშევრების გამოფენა. ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი, თექის ნამუშევრები და ნაქსოვი აქსესუარები.
მიმდინარე წლის 15 სექტემბერს აქციას ,,დავასუფთაოთ საქართველო” დმანისის მუნიციპალიტეტი ტრადიციულად შეუერთდა.
აქციაში ჩაერთვნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულო, გამგეობა და მასში შემავალი ყველა ააიპ სამსახურების თანამშრომლები.
დასუფთავებულ იქნა დმანისში შემოსასვლელი ცენტრალური გზა, მდინარე მაშავერას სანაპირო ზოლი (სასროლეთი), და პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია.
დმანისის მუნიციპალიტეტის - გამგებელი გოგი ბარბაქაძე
,,ვულოცავ ყველა მოსწავლეს, მათ მშობლებს, მთელ საქართველოს სწავლის დაწყების დღეს. მინდა თითოეულ თქვენთაგანს ვუსურვო ახალი ენერგიითა და შემართებით სწავლის გაგრძელება.
ნათელი მომავალი გქონდეთ და გეცხოვროთ ძლიერ ქვეყანაში".
ერთმანეთს შეხვდნენ ქ.დმანისის („ბავარია“) და სოფელ მაშავერას („მაშავერა“), ფეხბურთელთა გუნდები.
თამაში ფრიად საინტერესოდ წარიმართა. გაიმარჯვა სოფელ მაშავერას „მაშავერამ“
გამარჯვებულ ფეხბურთელთა გუნდს მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან გადაეცა თასი და ფულადი ჯილდო.
დმანისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.
მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.
ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ონანაშვილის ინფორმაციით, სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა 50 მოქალაქეს.
მიმდინარეობს დიდი დმანისის-დმანისი-გომარეთის სახელმწიფო დანიშნულების გზიდან, სოფელ-იფნარი-კიზილაჯლოს მისასვლელი გზის მოასფალტება.
გზის მშენებლობა 2014 წელს რეგიონალური პროქეტით დაიწყო, რომელიც უახლოს დღეებში დასრულდება.
გზის სიგრძე შეადგენს 3,9 კილომეტრს ღირებულებით 642 173 ლარი.
სამუშაოს ახორციელებს შპს ,,ტ.ტ".
შპს ,,ხრამის კასკადმა" დმანისის მუნიციპალიტეტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი საჯარო განხილვა გამართა
შპს ,,ხრამის კასკადი" გეგმავს სამ საფეხურიან ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობას, რომელიც მოიცავს დმანისის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს.
აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 99 000000 დოლარს.
,,2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს საქართველომ 169 სამხედრო მოსამსახურე, 16 პოლიციელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა.
მე ქედს ვიხრი ამ ომში დაღუპული თითოეული ჯარისკაცის, გმირი ვაჟკაცების წინაშე. მომავალ წელს ვისურვებდი განმთლიანებულ საქართველოს" - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - გოგი ბარბაქაძემ.
მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, სადახლოსა და დმანისის გუნდებს შორის მორიგი თამაში გაიმართა, სადაც ,,დმანისის" გუნდმა დაამარცხა ,,სადახლოს" გუნდი ანგარიშით 5:0.
მომდევნო თამაში გაიმართა მარნეულის გუნდსა და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს გუნდებს შორის, სადაც გამარჯვება წილად ხვდა მარნეულის გუნდს.
დმანისის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ ფეხბურთის მოედანთან მიმდინარეობს კვების ობიექტის მშენებლობა.
პროექტს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ექს-ჯორჯია“ ახორციელებს 150 000 დოლარის დაფინანსებით.
მიმდინარე წლის 5 აგვისტოს ამერიკის ჯარების გენერალმა, დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად სასწავლო და სარეაბილიტაციო სამედიცინო დაწესებულების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
გოგი ბარბაქაძე - დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი
-სასწავლო და სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას საფუძველი 2016 წლის 16 სექტემბერს ჩაეყარა, რომელიც გეგმა-გრაფიკით დასრულდება მიმდინარე წლის ოქტომბერში.
დაწესებულება ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისა და ავადმყოფებისთვის, ასევე ჯარისკაცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იქნება განკუთვნილი.
მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.
მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.
მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.
მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ სოფელ ირგანჩაიში გზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
დმანისი-საფარლოს გზიდან სოფელ ირგანჩაიმდე მისასვლელი გზის მშენებლობა 2014 წელს რეგიონალური პროქეტით დაიწყო, რომელიც უახლოს დღეებში დასრულდება.
,,ეს გზა ერთადერთი დამაკავშირებელია სომხეთის საზღვართან მდებარე სოფელ ირგანჩაისთის დანარჩენ საქართველოსთან. ათეული წლები ძალიან გაძნელებული იყო მიმოსვლა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ადგილობრივ მკაცრ კლიმატს.
ვენერა გირგვლიანი - საქართველოს უსინათლოთა კავშირის დმანისის ფილიალის თავმჯდომარე
- მადლობა იმ დიდი სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი იჩენს ჩვენს მიმართ. მე დარწმუნებული ვარ ასეთი ყურადღება, მატერიალური და სოციალური მხარდეჭერა არავის ექნება. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არაერთხელ გაგვიწია საწვავი შეშისთვის ფინანსური უზრუნველყოფა და აგრძელებს სხსვადასხვა სახის სოციალურ აქციებს.
მიმიდნარე წლის 30 ივლისს, ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა სამოყვარული ფეხბურთის მატჩები – ამამლოს (დმანისი) და ყულარი (მარნეული) საფეხბურთო გუნდებს შორის, ასევე მეორე შეხვედრა გაიმართა დმანისი (დმანისის) გუნდსა და მარნეული (მარნეულს) შორის.
სპორტულ ასპარეზობაში, გამარჯვება წილად ხვდა სამოყვარულო საფეხბურთო გუნდებს: სოფელ ,,ამამლო დმანისს" და ,,დმანისის დმანისს".
აპრ 30 ხუთ 2026
1380
აპრ 30 ხუთ 2026
1569
აპრ 28 სამ 2026
1516
აპრ 28 სამ 2026
1532
აპრ 28 სამ 2026
1524

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















