მიმდინარე წლის 27 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.
მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაბულახის ამბულატორიის შენობასთან 12 საათიდან იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს შემდეგ სპორტულ აქტივობებს:
1.საბავშვო ქუჩის ფეხბურთის ფესტივალი
2. საბავშვო ქუჩის კალთბურთის ახალგაზრდული ფესტივალი
3.სპრინტი -60 მეტრზე
4. ჭადრაკი
მიმდინარე წლის 25 აპრილს ქ.დმანისში ჩატარდა მუნიციპალური შეხვედრა ჭადრაკში და სპრინტში.ჭადრაკის შეხვედრას მსაჯობდა ააიპ“ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის ჭადრაკის წრის ხელმძღვანელი ომარ ჭელიძე. გოგონებს შორის გაიმარჯვა ანა დევნოზაშვილმა(ქ.დმანისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე),ვაჟებს შორის კი ელვინ კოიუშოვმა მოიპოვეს.
მიმდინარე წლის 25 აპრილს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სოფლის ბიბლიოთეკა.
ბიბლიოთეკის გახსნაზე განთიადის საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა გურამ თაყნიაშვილმა სიმბოლური გახსნა ლენტის გაჭრით აღნიშნეს.
მიმდინარე წლის 24 აპრილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ -ის ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლების და პოეტების მობილური ჯგუფი დმანისის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ნინო გუგეშაშვილი, ლელა ცუცქირიძე, ნიკა ჩერქეზიშვილი, გიორგი კაკაბაძე, რობერტ მესხი, მარიამ წიკლაური.
,,მიმდინარე წლის 19-20 აპრილს, ქალაქ ქუთაისში გაიმართა საქართველოს პირველობა ძალოსნობაში, სადაც წარმატებით იასპარეზა დმანისელმა გოგონამ მაკა ვეფხვაძემ. ამ შედეგით მაკამ დაიმკვიდრა ადგილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში" - ისაუბრა მაკა ვეფხვაძის პირველმა მწვრთნელმა: ალესანდრე დაუთაშვილმა.
2017 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ღონისძიება გეზრბენში (კროსი) დმანისის მუნიციპალიტეტში პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდმა.
ვაჟებში პირველი ადგილი დაიკავა მარნეულის მუნიციპალიტეტის გუნდმა (გუნდის ხელმძღვანელი ჯეირან გულბანი), მე-2 ადგილი - რუსთავის გუნდმა, მე-3 კი წალკის მუნიციპალიტეტის გუნდმა.
22 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ,,სუფთად ევროპისკენ” - კამპანიის ფარგლებში, დასუფთავების აქცია მოეწყო.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის და ა(ა)იპ სამსაურების თანამშრომლებმა, სოფელ პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.
აქციას შეუერთდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახური და კამარლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მიმდინარე წლის 21 აპრილს დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, დედაენის და სიყვარულის დღე აღინიშნა.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ქალაქ დმანისის სამივე საჯარო სკოლისა და სოფლების: განთიადის, ჯავახის, ბოსლების, მაშავერის, დიდი დმანისის, ვარდისუბნის, გომარეთის პირველი კლასის პედაგოგები. მოწვეული იყო ასევე სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის დამსახურებული ფილოლოგი ზამირა ორქიაშვილი, რომელმაც საკუთარი ლექსი წაიკითხა. პედაგოგებს დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
მიმდინარე წლის 12 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტში, გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა სათესლე-სანერგე კულტურების გამოფენა-გაყიდვა.
ადგილობრივ ფერმერებს მიეცათ საშუალება შეეძინათ ახალი კულტურები და თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით მიიღეს ინფორმაცია მათი მოვლა-მოყვანის თანამედროვე მეთოდების შესახებ.
დმანისელებმა დღეს ტრადიციულად 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია და ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის თავგანწირული ადამიანები გაიხსენეს. მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 28 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციის ინიციატივით, სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით 8 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაბულახის მოსახლეობას სამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა.
უფასო გამოკვლევა გაიარა 100-ზე მეტმა ადამიანმა. სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაატარეს მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა სხვადასხვა მიმართულებით: თერაპია, კარდიოლოგია, ოფთალმოლოგია, ქირურგია, მეან-გინეკოლოგია და სხვა. უფასო კონსულტაციების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლო.
7 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციისამებრ მხარის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი უძღვებოდა. საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და შეაფასეს რეგიონული პროექტების მიმდინარეობა; კერძოდ, მთის განვითარების ფონდიდან წალკის, ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაფინანსებული პროექტები. მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სხდომაზე ასევე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით დასუფთავების მიმართულებით უკვე დასრულებულ პროექტებზე და დაგეგმილ სამუშაოებზე.
ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ონანაშვილის ინფორმაციით პროგრამის ,,ბავშვთა პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაციის ფარგლებში", ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები 6 აპრილს იმყოფებოდნენ სოფელ გომარეთში, სადაც საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში 5 დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე გასცეს პრეპარატი ვერმოქსი (მებენდაზოლი).
დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თოჯინების თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „ტყის ზღაპარი“.
თეატრის ხელმძღვანელი და რეჟისორი რამაზ ლოლუა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ქალაქ სენაკის „აკაკი ხორავას სახელობის თეატრის“ მსახიობები.
,,სპექტაკლმა ბავშვები ძალიან გაახალისა და მშობლები და პედაგოგები მადლიერი დატოვა. დიდი მადლობა მსახიობებს და მათ ხელმძღვანელს“- ისაუბრა : განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა - ეკატერინე ოქრიაშვილმა.
შეხვედრა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ გახსნეს, მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქვემო-ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მუნიციპალური სამართლის ექსპერტები ესწრებოდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დმანისელების“ ინიციატივით 24 მარტს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტის შუქრი ჩხეტიანისთვის საქველმოქმედო საღამო გაიმართა
საქველმოქმედო საღამოზე შეგროვილი 4000 ლარი გადაეცა შუქრი ჩხეტიანს მკურნალობის კურსის ჩასატარებლად” ისაუბრა : განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა - ეკატერინე ოქრიაშვილმა.
24 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციისამებრ რეგიონის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი უძღვებოდა. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ, სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი და განსახორციელებელი მასშტაბური ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მიმდინარე წლის 23 მარტს დმანისში 9 აპრილის ქუჩა N32-ში სპორტული დარბაზი გახსნა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა.
დარბაზის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ განახორციელა, ხოლო შესაბამისი ფართის მოძიება და სარეაბილიტაციო სამუშაოები უზრუნველყო ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დმანისის მუნიციპალიტეტს 100 ახალი ნაგვის კონტეინერი შემატა.
ააიპ დმანისის კომუნალური სამსახურის ინფორმაციით კონტეინერები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქუჩებზე და სხვადასხვა უბნებში განთავსდება, ასევე მოხდება სოფლებში ძველი კომტეინერების ჩანაცვლება.
პოლონეტის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობდა დმანისს.
სტუმრებს გულთბილი შეხვედრა მოუწყეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და სამსახურების წარმომადგენლებმა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სტუმრებს დაათვალიერებინეს დმანისის არქეოლოგიური საექსპოზიციო დარბაზი და დმანისის ნაქალაქარი.







