სისუფთავეზე ზრუნვა დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ შრომატევად საქმეს სერვის ჯგუფის თანამშრომლები ემსახურებიან. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ნარჩენების გატანა როგორც ქალაქის უბნებიდან, ისე სოფლებიდან.
პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებული დეტალები დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს ასოციაცია „ანიკას“ დირექტორმა, ირინა ინასარიძემ გააცნო.
მერის განცხადებით, მომავალ თაობაზე ზრუნვა არის მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტი, მან აქცენტი გააკეთა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისას ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერაზე.
სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა და დმანისისა და აგარაკ-ტაშირის პროტოსინგელოსმა დიონისე გვიმრაძემ.
მორიგი სოციალური აქცია რაგბის კლუბმა დმანისის „ყოჩებმა“ განახორციელა. მორაგბეებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საკუთარი სახსრებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადასცეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, მერის პირველი მოადგილე კახა პეტრიაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ომიაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, მეგი ედიბერიძემ და სათნოების სახლის ხელმძღვანელმა, ნინო კავლელაშვილმა თვითმმართველობის სახელით, სათნოების სახლის სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს საჩუქრად სასკოლო ინვენტარი გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში სერტიფიკატები გადაეცა ყველა ახალგაზრდა დამხმარეს, რომელიც ჩართული იყო პროექტის ,,თაობათაშორისი მიმოცვლის კომპონენტის ხანდაზმულთათვის პლანშეტის სწავლების პროგრამაში". დატრენინგებული ახალგაზრდები, იმ ხანდაზმულებს, რომლებიც ჯანმრთელობის გამო ვერ ახერხებდნენ დღის ცენტრში სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას, სახლის პირობებში აწვდიდნენ სერვისს, რომელიც ითვალისწინებდა თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლებას.
ჯვრის კურთხევის ცერემონიალს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან კახა პეტრიაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მუშა პროცესი ადგილზე შეაფასა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, ახლად რეაბილიტირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოინახულეს.
ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდულ სივრცეში, მერის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით სამაგიდო თამაშები, ტენისი და ბადმინტონის ტურნირი ჩატარდა.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი: ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
მოქალაქეებს შეუძლიათ თვითონ გადაწყვიტონ, თუ რაში დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. ამასთან დაკავშირებით დღეს საინფორმაციო კამპანია გაიმართა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 28 შბ 2026
456
თებ 24 სამ 2026
942
თებ 14 შბ 2026
1036

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















