კობა მურადაშვილის განცხადებით, კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, აღნიშნული პრობლემები დროულად მოგვარდება.
ფორუმზე იმსჯელეს თანამედროვე ურბანული ლანდშაფტის შესახებ, ასევე დაისახა ეკოლოგიურად მდგრადი და ძლიერი ქალაქების მშენებლობის სტრატეგიები.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ ამა თუ იმ რეგიონის წარმომადგენლების მიერ გამართული ფოლკლორული კონცერტები, ღვინის კუთხეები, გაცნობოდნენ ადგილობრივ, ტრადიციულ სამზარეულოსა და სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელ ყოფა-ცხოვრებას.
1 ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და მერიის წარმომადგენლებმა "სათნოების სახლისა" და "მხარდაჭერის სახლის" ბენეფიციარები მოინახულეს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
"2023-2024 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის" გახსნასთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მხიარულ სტარტებში შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა დიდი დმანისის და ბოსლების ll-VI კლასის მოსწავლებმა მიიღეს.
დიპლომების გადაცემის ცერემონიალს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ომიაძე ესწრებოდა.
სამწლიანი პაუზის შემდეგ, „ეტალონი“ ერთგულ ეტალონელებს დასწრებით რეჟიმში დაუბრუნდა და განახლებული ფორმატით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებისთვის გუნდურ კონკურსებს ატარებს.
ამ დღესთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან და მოადგილესთან არიფ სულეიმანოვთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა და დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა.
მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, მაია ხმალაძესთან ერთად მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, რის შემდეგაც ქალაქ დმანისში ხირდალანის სამუსიკო სკოლის კოლექტივის მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.
დმანისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არსებულ ვითარებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი მოადგილესთან, კახა პეტრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან, საკრებულოს წევრებთან და ა(ა)იპ დმანისის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ადგილზე გაეცნო და სოფელ გომარეთის ახლად რეაბილიტირებული ბაღიდან საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ფორუმი მიეძღვნა დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმულების პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებებით სარგებლობის პროცესში აწყდებიან.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ქალაქ დმანისის N 1 და N 3 საჯარო სკოლებიდან მიულოცა.
მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირების, სერვის ჯგუფის და ა(ა) იპ სამსახურების თანამშრომლების მიერ დასუფთავდა საპიკნიკე სივრცეები, საავტომობილო გზისა და პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია.
იაყუფლოს წყალსაცავზე წყლის დონის დაწევასთან დაკავშირებით გვინდა მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ წყალსაცავი სეზონური რეგულირებისაა, მისი შევსება იწყება აპრილიდან, სრულად ივსება ივნისში და იცლება სექტემბრის ბოლოს - რწყვის პერიოდში.
ბაღის მენეჯერებს და დასაქმებულ პერსონალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივა და მემორანდუმის პირობები გააცნო, რომლის ფარგლებშიც კლინიკა უფასოდ მოემსახურება პერსონალს.
ქალაქ დმანისში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ფესტივალის კვირეულის ფარგლებში ღონისძიება სახელწოდებით "ევროპა იწყება დმანისიდან" გაიმართა, სადაც დმანისელი ახალგაზრდები საზღვარგარეთ სწავლისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაციას, უცხოელი მოხალისეებისგან გაეცნენ.
8 აგვისტოს, ქალაქ დმანისში, რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების პატივსაცემად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში პარტნიორთა კრება გაიმართა. სადაც განიხილეს სამომავლო გეგმები.







